თამარ ტალიაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებაზე ისაუბრა
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივთვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს პოლიტიკურიპლატფორმის (PLATFORMA) მიწვევით, ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლობის განვითარების პანელში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრიორიტეტები და თანამშრომლობის შესაძლებლობები“ მოხენებით გამოვიდა.დეპუტატმა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG 2030) მიღწევის გამოწვევებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა.

ამავე პანელში, EBRD-ის კლიმატის ცვლილებების ვიცე დირექტორი ნაიჯელ იოლანდი მონაწილეობდა, რომელმაცსაქართველოსთან თანამშრომლობა შეაფასა, როგორც რეგიონში ეფექტური თანამშრომლობის ყველაზე წარმატებულიმაგალითი. ასევე, ევროკომისიის სამეზობლოს ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელმა ოაბინ აჯენინმა სამეზობლოსგაფართოების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული დინამიკა დადებითად შეაფასა.

თამარ ტალიაშვილმა თბილისის მაგალითზე, საქართველოში გატარებული რეფორმებისა და პროექტების წარმატებითგანხორციელებაში ევროპულ საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის როლზე ისაუბრა. მათ შორისა, ისეთიინიციატივები, როგორიაა:  ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები (ITC), დედაქალაქის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა(SUMP), მუნიციპალური ნარჩენების მენეჯმენტი, ტყის განახლება და კუს ტბისა და მთაწმინდის განვითარება,საცხოვრებლად ღირებული / მისაღები ქალაქები (Livable Cities), სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, ღიამმართველობის პროგრამა (OGP) და სტარტაპ ბიზნესის ხელშემწყობი აქსელერატორი - „სპარკი“, ასევე საქართველოსადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ კოორდინირებული პროექტის - განვითარებისადა ეფექტიანობის ქსელი (N4ED). თამარ ტალიაშვილმა შავი ზღვის თანამშრომლობის პროგრამის პროექტზე - ,,მწვანეტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა - შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ გაამახვილა ყურადღება.

PLATFORMA-ს წარმომადგენელმა, ოლივიე ბაუმარდმა თამარ ტალიაშვილს და ადგილობრივ თვითმმართველობათაეროვნულ ასოციაციას (ათეა) მადლობა გადაუხადა საქართველოს პირველი მუნიციპალიტეტების მიერ ევროპის ქალთა დამამაკაცთა თანასწორობის ქარტიის ხელმოწერის ძალისხმევისთვის.

თამარ ტალიაშვილმა ფორუმის ფარგლებში გამართულ ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფორუმის მონაწილეებსევროსაბჭოს კონგრესის როლი და ამოცანები გააცნო. ფორუმის დასასრულს, PLATFORMA-ს ხელმძღვანელმა,  მარლენსიმეონმა, შემდეგი ფორუმის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.

თარიღი: 2019/10/25