რიმა ბერაძე კამპანიაში “გაუფრთხილდი სიცოცხლეს” ჩაერთო
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე კამპანიაში “გაუფრთხილდი სიცოცხლეს” ჩაერთო. როგორც “კვირას” თბილისის საკრებულოდან აცნობეს მან ენერგოომბუდსმენთან, სალომე ვარდიაშვილთან ერთად, დღეს მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა და მათ საჩუქრად გაზის გამათბობელი გადასცა. რიმა ბერაძის თქმით, აღნიშნულ ოჯახს გამათბობლის პრობლემა ჰქონდა და კომპანია “თბილისი ენერჯის” წარმომადგენლებისგან რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული. მისი განმარტებით, ენერგოომბუდსმენთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ მსგავსი პრობლემები აღმოიფხვრას.


„დღეს ჩვენ მოვედით მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახთან. მათ გაუმართავი გაზის გამათბობელი აქვთ დამონტაჟებული, რაც საფრთხის შემცველია, როგორც ამ ოჯახისთვის, ისე მეზობლებისთვის. დღეს დაუმონტაჟებენ ახალ გამათბობელს. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პრობლემების პრევენციის თვალსაზრისით აქტიურად ჩავერთე კამპანიაში „ გაუფრთხილდი სიცოცხლეს“. ჩუღურეთის რაიონში არსებული მდგომარეობის შესახებ, უკვე გამოვითხოვე ინფორმაცია კომპანია „თბილისი ენერჯისგან“ და შევხვდები იმ მოქალაქეებს, რომელთაც მსგავსი პრობლემები აქვთ, რათა ჩემი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმარო”- განაცხადა რიმა ბერაძემ.

თარიღი: 2019/10/26