რა ტიპის კონკურენტები არსებობენ და შესაძლებელია თუ არა მათთან მეგობრობა? 
​ზოგადად კონკურენტები ორ ჯგუფად იყოფიან: მეგობრებად და მტრებად. მეგობარ კონკურენტ კომპანიასთან გაქვთ კომუნიკაცია, აღწევთ შეთანხმებებს. მტრებთან კი კომუნიკაციაზე საუბარი ზედმეტია.

კონკურენტებთან მეგობრობა უფრო მეტ დადებითს მოგიტანთ, ვიდრე უარყოფითს. მეგობრობა საშუალებას მოგცემთ მათთან უფრო ეფექტურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კომპენტენტური ფასის პოლიტიკაა. პროდუქტის ფასების დარეგულირება კონკურენტებთან უნდა შეძლოთ. 
კონკურენტი კომპანია მენტორად უნდა გაიხადოთ და მისგან კარგი წამოიღოთ. კომუნიკაციით მეგობარი ახლოს გეყოლებათ და მეტ-ნაკლებად შეძლებთ მის გაკონტროლებას.

რა თქმა უნდა, კონკურენტი მეგობარი პირობითია და არ დაგავიწყდეთ, რომ ბიზნესში მეგობრობა არ არსებობს და ერთ დღესაც შესაძლებელია თქვენმა „მეგობარმა“ სხვა მეგობრით ჩაგანაცვლოთ.

თარიღი: 2019/10/29