ბექა დავითულიანი - პარკირების ჯარიმა გაიზრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმდინარე მასშტაბური საგზაო პროექტები დასრულდება და სრულად განახლდება ავტობუსების პარკი
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი, თბილისში პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ჯარიმის 50 ლარამდე გაზრდის მიზეზი, არასწორი პარკირების პრევენციაა.

„პარკირების ჯარიმა გაიზრდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმდინარე მასშტაბური საგზაო პროექტები დასრულდება და სრულად განახლდება ავტობუსების პარკი. ჯარიმის გაზრდა თვითმიზანი არ არის. ჯარიმა პრევენციის ინსტრუმენტია, ქალაქში არასწორი პარკირებების რაოდენობის შესამცირებლად. მაგალითად, ზონალური, საათობრივი პარკირების პირობებში ათლარიანი ჯარიმით ამ პრევენციულ მიზანს ვერ მივაღწევთ, რადგან დღეს ამ სერვისით სარგებლობა იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე მისი დარღვევის შემთხვევაში დაწესებული ჯარიმაა”,- განაცხადა, ბექა დავითულიანმა.

თარიღი: 2019/10/30