დომენის არჩევა
2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, დაახლოებით 350 მილიონი დომენი არსებობს. დომენების რაოდენობა კომპანიების შექმნასთან ერთად დღითიდღე მატულობს.

როგორ შევარჩიოთ უნიკალური დომენი?

დომენი რამდენიმე სიტყვას ან ფრაზას აერთიანებს. დომენის არჩევა საქმიანობის შესაბამისად ხდება. მნიშვნელობა ენიჭება წერტილის შემდეგ არსებულ სიტყვას - .online, .tech, .store, .space, .fun, .press და ა.შ.

თუ კომპანია ტექნიკის ინდუსტრიაშია ჩართული, ვებგვერდის დომენი შესაბამისად tech-ით დაბოლოვდება, ხოლო ელეტრონული კომერციის დომენი შესაბამისად store-ი იქნება. რაც შეეხება მედიას, საუკეთესო ვარიანტი press-ია.

დომენი online-ი კი დასახელებას უფრო გლობალურს ხდის.

ამასთან, სოციალური მედიის „დასქროლვისას“, შესაძლოა წააწყდეთ მოკლე ლინკებს როგორიცაა  bit.ly ან virg.in.

მსგავსი ლინკის შექმნა შესაძლებელია ახალი დომნის ე.წ. გაფართოებით. პირველ რიგში ყიდულობთ დომენის დასახელებას ახალ „გაფართოებაზე“ და ხდება პლატფორმით რეგისტარაცია. მაგალითად, ციფრული მარკეტინგის სააგენტო კონტენტის პრომოუთინგს company.online/contentmarketing -ით შეძლებს.

დომენის პრემიუმ სახელები

საუკეთესო დომენი მოკლეა, მარტივი, ბევრისმთქმელი, დასამახსოვრებელი და კატეგორიის განმსაზღვრელი. მაგალითად,  invest.online, paytax.online და dating.online საუკეთესო დომენებია.

ონლაინ საქმიანობისთვის წარმატება შეიძლება მცირე დეტალში იყოს. ამიტომ დომენის სწორად არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

თარიღი: 2019/11/11