ფეხბურთის 7 გაკვეთილი - რა უნდა ისწავლონ მენეჯერებმა მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტისგან?
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გულშემატკივრებისთვის დღესასწაული, დამსაქმებლებისთვის კი თავისტკივილია. მატჩის დროს, თანამშრომელთა პროდუქტიულობა და დისციპლინა მკვეთრად ეცემა, რაც საბოლოოდ დანაკარგებში აისახება. მაგალითად, ამერიკულ კომპანია InsideView-ს თანამშრომელთა „უმოქმედების“ გამო $122 მილიონი დანაკარგი ჰქონდა.

თუმცა, ამავდროულად,  კომპანიებმა მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში  შეიძლება დიდი სარგებელიც კი მიიღონ. ფეხბურთი იდეალური ლაბორატორიაა, სადაც ლიდერების ყოველი წარმატება თუ წარუმატებლობა ხილვადია.  ფეხბურთში ვნახავთ განსხვავებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდს, სასტიკ კონკურენციას, ფინანსურ შეზღუდვებს, რისკის საფრთხეს და დიდ მოლოდინებს, ანუ ყველაფერი ნამდევილ ბიზნესს ჰგავს...

 



  1. გაკვეთილიგუნდის ღირებულება არ განისაზღვრება მოთამაშეთა ღირებულებით
საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში მრავლადაა შემთხვევები, როდესაც გუნდებმა მათ შემადგენლობაში სუპერვარკვლავების ყოლის გარეშეც გაიმარჯვეს. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2004 წელს ევროპის ჩემპიონები ბერძნები გახდებოდნენ, 2016 წლის კონტინენტის პირველობას კი ისლანდია მეოთხედფინალიდან გამოეთიშებოდა..



  1. გაკვეთილი-ლიდერი ძალას იღებს არა „ზემოდან“, არამედ „ქვემოდან“
კვლევები ამტკიცებს, რომ ლიდერის წარმატება მიმდევართა მხარდაჭერაზე, მათ პატივისცემასა და მის მიმართ ნდომბაზეა დამოკიდებული. გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ლიდერი ერთ-ერთი მათგანია. ასე რომ, აღმასრულებელი დირექტორი შესაძლოა აქციონერებმა „შეისყიდონ“, მაგრამ თუ ის გუნდმაც არ „იყიდა“, მისი ხელმძღვანელობის ვადა მინიმუმამდე შემცირდება.



  • გაკვეთილი-„ფიგურა“, რომელსაც გამარჯვების ხელშეწყობა შეუძლია
2014 წლის მსოფლიო თასის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და გერმანია შეხვდნენ, ორი განსხვავებული სტილით მოთამაშე ნაკრები. ფინალი ევროპელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.   ხოლო მანამდე გერმანიამ ნახევარფინალში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი –ბრაზილია 7:1 დაამარცხა. თანამედროვე ფეხბურთში გამარჯვების ერთ–ერთი საიდუმლო მეტოქის კარგად შესწავლასა და მისი სათამაშო სტილის საპირისპირო ტაქტიკის შემუშავებაშია. ფეხბურთის ანალიტიკა მომდევნო შეხვედრის მეტ–ნაკლებად დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.

1950 წელს  ბრიტანელმა ჩარლზ რიპმა ფანქარისა და ნოუთბუქის დახმარებით, საფეხბურთო ანალიტიკა გამოიგონა. რითაც ყველაზე მძლავრი კომპიუტერული სისტემებით, დღევანდელი  ფეხბურთისა და ბიზნესის ლიდერების განკაკრგულებაში მსოფლიოს თითქმის ყველა ინფორმაციაა...




  1. გაკვეთილი-ემოციები მონაცემებზე მნიშვნელოვანია
ლონდონის ბიზნენსსკოლის მკვლევრების მიერ რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეები, მათ შორის დევიდ ბექჰემი და კრშტიანო რონალდოც კი,  კლუბის მთავარი მწვრთნელის – სერ ალექს ფერგიუსონის მიმართ შიშისა დ ასიყვარულის გრძნობას ერთდროულად განიცდიდნენ.

 ისინი აღიარებდნენ, რომ „შიშის ოსტატისთვის“, რომელიც კონტროლსაც კი მართავდა, იმედის გაცრუება არავის სურდა.

ბიხნესმენებმა „უსაფრთხო ბაზის ლიდერობის“ კონცეფცია უნდა გაიზიარონ, რომელიც, ერთის მხრივ, მენეჯერებისგან ქვეშევრდომების უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრივ, მათი მოტივირებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ადამიანს, როგორც რაციონალურ არსებას, ემოციებისთვის ყურადღების მიქცევის გარეშე წარმატების მიღწევა არ შეუძლია.




  1. გაკვეთილი-არ არის აუცილებელირომ კარგი მწრთვნელი ძლიერი ფეხბურთელიც ყოფილიყო
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი ქვეყნების იტალიისა და ბრაზილიის მწვრთნელებს პროფესიონალური ფეხბურთი ნათამაშები არ ჰქონდათ.

იტალიის გუნდის მწვრთნელი, არიგო საჩი, ახალგაზრდობაში იმდენად ცუდად თამაშობდა, რომ მისი მშობლიური სოფლის სამოყვარულო კლუბსაც კი არ მიიღეს. თუმცა ამის მიუხედავად, 26 წლის ასაკში თავის სამწვრთნელო მოღვაწეობას  მაინც განაგრძობდა...

ლიდერის დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებაა. საქმეები, რომლებიც დიდი მოთამაშეს (სიქჩქარე, ტექნიკა, გავლენა, თამაშის აზროვნება) ქმნიან, მათ მწვრთნელად შედგომაში ვერ დაეხმარება. ანალოგიურად, ლიდერი ბიზნესში არ არის აუცილებელი, რომ იყოს საუკეთესო გამყიდველი და მარკეტინგის მენეჯმენტი.




  1. არ არსებობს ხელმძღვანელების სწორი ან არასწორი სტილი
საფეხბურთო მატჩების მიმდინარეობის დროს მწრთვნელების ყურებისას, თქვენ ხელმძღვანელთა მანერებისა და საქციელის მრავალფეროვან პალიტრას ნახავთ.

უამრავი სამწვრთნელო სტილი არსებობს, თუმცა ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ ისაა ჭეშმარიტი...

ავთენტურობა ნამდვილად არის ის, რაც დიდებულ მწვრთნელებს და ლიდერებს აერთიანებთ. მათი წარმატებისა და იდენტურობის მიზეზი კი დაცემითა და მარცხით მიღებული პრაქტიკაა.



  • გაკვეთილი-წარმატება მრავალი პატარა ნაბიჯის შედეგია
ისლანდიელი ჰეიმირ ჰადლგრიმზსონის თქმით, წარმატება არა დანიშნულების ადგილი, არამედ მისკენ სავალი გზაა. ალბათ, სწორედ ეს მენტალიტეტი დაეხმარათ ისლანდიელებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების სედმეგ, 2018 წლის მიმდინარე მუნდიალზე ღირსეული თამაში ეჩვენებინათ, მათ შორის ისეთ მეტოქესთან, როოგორიც არგენტინაა.

როდესაც გუნდი გამარჯვებულია თამაშს ფეხბურთელები იგებენ, ხოლო როდესაც აგებს, მწვრთნელი მარცხდება. ლიდერობა და პასუხისმგებლობა ადამიანისთვის, როგორც ფეხბურთში, ისევე ბიზნესში, უმძიმესი ტვირთია.

ამიტომ მენეჯერები თანამშრომლებს გაბრაზების ნაცვლად უნდა შეუერთდნენ და მათთან ერთად უყურონ მსოფლიო ფეხბურთის ლიდერებს, რადგანაც მათგან ბევრი აქვთ სასწავლი...

თარიღი: 2019/11/18