მომხმარებლები და მარკეტინგული მესიჯები
მარკეტინგი ცხოვრებას ჰგავს. რეალურ ცხოვრებაში მოგწონთ ადამიანები, რომლებიც ტრაბახობენ და საკუთარ თავზე ბევრს ლაპარაკობენ? არ გირჩევნიათ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენს ინტერესებზე ისაუბრებენ? იგივეა ზუსტად გაყიდვებშიც.

რომელია ყველაზე ძლიერი სიტყვა გაყიდვების კომუნიკაციაში?

მარკეტერები მიიჩნევენ, რომ ძლიერი სიტყვა არის „შენ“ ან „თქვენ“.

როდესაც სარეკლამო მესიჯებში სიტყვაა „თქვენ“ ან „შენ“, მომხმარებლების მხრიან უფრო მეტი დაინტერესება იგრძნობა, რადგან კომპანია მომხმარებლებს მიმართავს და მათ საჭიროებებზე საუბრობს, ხოლო თუ მესიჯში სიტყვა „ჩვენ“ არის, მაშინ მომხმარებელი აღიქვამს კომპანიის ტრაბახს, რომელიც მხოლოდ სიტყვებით შემოიფარგლება. ამ დროს მომხმარებლები ფიქრობენ, რომ კომპანიას მათი ინტერესები არ აინტერესებს.

კომპანიებმა სწორედ ეს მეთოდი უნდა გაითვალისწინონ ვეგვერდის შექმნისას. გაითვალისწინეთ, რომ მარკეტინგული მესიჯების შექმნისას მომხმარებლის ინტერესებსა და თქვენი კომპანიის შესახებ საუბრისას ბალანსი იყოს დაცული.

თარიღი: 2019/11/22