ორიგინალური მიგნების ძალა – რა როლი აქვს არასტანდარტულობას ბიზნესის წარმატებაში?
დიდი ბიზნესის მთავარი მიზანია კონკურენტებს  სულ მცირე  ერთი ნაბიჯით მაინც უსწრებდეს. ეს ახალი მომხმარებლების მოზიდვის, მზარდი გაყიდვებისა და მსოფლიოში სახელის განთქმის გარანტიაა. ჩვენს დროში ბიზნესის მართვისას ტრივიალური გადაწყვეტილებებით ბევრი ვერაფერი მიიღწევა. მწვერვალზე ყოფნისთვის აუცილებელია რაიმე არასტანდარტული და ორიგინალური, როგორც კონკურენტებთან ბრძოლის აუცილებელი პირობა.

რობერტ ტეილორი და თხევადი საპონი

1970-იან წლებში ამერიკელმა მეწარმემ, რობერტ ტეილორმა თხევადი საპონი გამოიგონა. ტეილორმა იმისთვის, რომ სხვა მეწარმეებს მისი იდეა არ მოეპარათ, გადაწყვიტა, რომ აშშ-ში არსებული დისპენსერების მწარმოებელი ორადორი ქარხნისთვის 2 მილიონი დოლარის ღირებულების შეკვეთა მიეცა. ქარხნებს ტეილორის შეკვეთის დასამზადებად რამდენიმე წელი  დასჭირდებოდათ და შესაბამისად, სხვა მეწარმე შეკვეთას ვერ მისცემდა. ტეილორის გეგმამ გაამართლა და მისი პატარა ბიზნესი Colgate-Palmolive-ის კომპანიად იქცა, რომელიც თხევად საპონს, კბილის პასტასა და სხვა ჰიგიენურ პროდუქტებს აწარმოებს.

Oakley-ი და მზის სათვალე

2010 წლის ზაფხულში ჩილეს ერთ–ერთ მაღაროში კლდე ჩამოინგრა. 33 მუშა 700 მეტრის სიღრმის ქვეშ აღმოჩნდა. ისინი ამოსვლას ვერ ახერხებდნენ. სამაშველო სამსახურს მათ ამოსაყვანად 3 თვე დასჭირდა. საზოგადოება და სხვადასხვა ორგანიზაცია მათ საკვებს, წყალსა და საჭირო ნივთებს უგზავნიდნენ. კომპანია Oakley-მა კი  მაღაროელებს სათვალეები გაუგზავნა, რადგან დიდ ხანს  უსინათლოდ ყოფნის შემდეგ მაღაროელებს ის  აუცილებად დასჭირდებოდათ.

როდესაც ოპერაცია დასრულდა და მაღაროელები ამოიყვანეს, მათ ტელევიზიები, ბეჭდური მედიის წარმომადგენლები და ფოტოგრაფები დახვდნენ, რომლებმაც Oakley-ის სათვალეებში გადარჩენილი მუშები დააფიქსირეს. ასე, რომ კომპანიამ რეკლამა გაიკეთა და მისი პროდუქცია მილიონობით ადამიანმა იხილა არამარტო ტელევიიზიით, არამედ ინტერნეტის საშუალებითაც.

"Puma" და თასმები

ფეხბურთის მატჩების დროს კომპანიების სარეკლამო პლატფორმა სტადიონებია. "Puma" -მ გადაწყვიტა უფრო მარტივად ემოქმედა და  სარეკლამო კამპანიაში პირდაპირფეხბურთის მეფე – პელე ჩართო. მატჩის დაწყებისას პელეს "Puma"-ს ფეხსაცმლის თასმები უნდა შეეკრა. კომპანიის კრეატიულმა იდეამ ორიგინალური რეკლამის უპირატესობა დაამტკიცა, რომელიც კომპანიის გაყიდვებზე აისახა.

Asus-და კომპიუტერი

ამერიკული კომპანია Dell-ი, რომელიც ადრე კომპიუტერის დედაპლატას აწარმოებდა  პატარა ტაივანურ ფირმასთან თანამშრომლობა დაიწყო. ფირმას კომპანიის სხვა ნაწილებით მომარაგება სურდა. Dell-ი დათანხმდა. ცოტა ხნის შემდეგ ტაივანურმა პარტნიორმა Dell-ს კომპანიის მომარაგების მენეჯმენტში თანამშრომლობა შესთავაზა. Dell-ი სიამოვნებით დათანხმდა. თანამშრომლობა კომპანიისთვის მომგებიანი იყო.

ტაივანელი პარტნიორები ამერიკაში ჩავიდნენ, მაგრამ არა Dell-ისთან მოსალაპარაკებლად. ისინი დიდი კომპიუტერული მაღაზიის სათაო ოფისში მივიდნენ და კომპიუტერები გასაყიდად შესთავაზეს. კომპიუტერები ისეთივე ხარისხის იყო, როგორც Dell-ის, მაგრამ მათი ფასი შედარებით დაბალი იყო. პატარა ტაივანური კომპანია დიდ მწარმოებელად იქცა, რომელსაც დღეს Asus-ი ჰქვია.

"Colgate"-ი და მომხმარებლის რჩევა

როდესაც კბილის პასტების ტუბებში გამოშვება ახალი დაწყებული იყო, ტუბს პატარა ნახვრეტი ჰქონდა, დაახლოებით 2 მილიმეტრის დიამეტრის. ტუბიდან კბილის პასტის დასხმა მოსახერხებელი არ იყო. ერთხელ კომპანიამ პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით მომხმარებლებს შორის შეჯიბრი მოაწყო. ერთ–ერთმა მომხმარებელმა კომპანიას უფრო დიდი ნახვრეტის გაკეთების იდეა შესთავაზა. კომპანიის თანამშრომლები იდეის მიმართ მტრულად განეწყნენ და ვერ ხვდებოდნენ უფრო დიდი ნახვრეტი გაყიდვებს როგორ გაზრდიდა.

შედეგად გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა. უფრო დიდი ნახვრეტით მომხმარებლები  უფრო ბევრს მოიხმარდნენ და კბილის პასტა მალე მთავრდებოდა.

ხანდახან თუ კომპანიები „ხალხის ხმას“ ყურს თუ დაუგდებენ, ბიზნესი შესაძლოა ახალ საფეხურზე გადავიდეს.

Lego და რენტგენის სხივები

Lego მთელ მსოფლიოში ბავშვებისთვის საყვარელი გასართობია. პატარებს  Lego-ს სათამაშოები უყვართ მიუხედავად იმისა, რომ მისიმცირედი დეტალების გადაყლაპვის დროს პრობლემები ექმნებათ. ადრე მომხმარებლები ჩიოდნენ, რადგან გადაყლაპვის დროს პატარა დეტალებს რენტგენის სხივითაც ვერ პოულობდნენ. ამის გამო კომპანიამ სათამაშოებს სპეციალური ნივთიერება დაამატა, რომელიც რენტგენის სხივი აფიქსირებს. შესაძლოა ელემენტის დამატებით, ლეგო-ს დეტალების გადაყლაპვის ფაქტები არ შემცირდა, მაგრამ მშობლებსა და ექიმებს საქმე გაუადვილა.

თარიღი: 2019/08/05