NISSAN-ი სკანდალში გაეხვა
Nissan-ი ავტომანქანების გამონაბოლქვის ტესტის გამო სკანდალში გაეხვა. ავტომწარმოებელმა აღიარა, რომ გამონაბოლქვის მონაცემები იაპონიაში მდებარე ქარხნების უმეტეს ნაწილში გააყალბა.

კომპანია არ ასახელებს ტესტი რამდენმა ავტომანქანამ ვერ გაიარა და ასევე მსგავსი გადაცდომა აქვთ თუ არა იაპონიის საზღვრებს გარეთ წარმოებილ ავტომანქანებს. თუმცა Nissan-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ გამონაბოლქვისა და საწვავის ეკონომიის ტესტებში ნორმიდან გადახრა დაფიქსირდა, რაც სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

Nissan-ი პირობას იძლევა რომ შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. კომპანიამ მონაცემები გადაამოწმა და დაადასტურა, რომ ყველა ავტომანქანა, გარდა GT-R სპორტული ავტომანქანისა, იაპონიის უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

Nissan-ის სკანდალი გერმანული ავტომწარმეობლის Volkswagen-ის დიზელის ძრავიანი ავტომანქანების ტესტის გაყალბების სკანდალს მოყვა. აღნიშნულის გამო Volkswagen-ი 1 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა.

თარიღი: 2018/07/10