ბიზნესი ინტერნეტით - რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ინტერნეტით მუშაობას?
ყველა ადამიანი ცხოვრების უკეთესი მომავლისთვის მუშაობს, თუმცა უმეტესი მატგანი მუშაობს უბრალოდ მუშაობისთვის. იშვიათია ადამიანი, რომელიც თავს „ელიტარული კლუბის“ წევრად გრძნობს და გულწრფელად ამბობს: „მე მიყვარს ჩემი სამსახური“.

თუ ბიზნესი ინტერნეტში გაქვთ, ეს საშუალებას მოგცემთ შექმნათ სამუშაო განრიგი. შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან იმუშაოთ: სახლიდან, სასტუმროდან, აეროპორტიდანაც კი, თუ დასასვენებლად მიდიხართ...

ამასთან ნებისმიერი სამუშაო შეიძლება დამღლელი და იმედის გამაცრუებელი იყოს. ვერ იტყვით, რომ ინტერნეტით ბიზნესის კეთება იდეალური არჩევანია და შეცდომები და პრობლემები არ ახლავს.

რთულია საკუთარი თავის ბოსი იყოთ

დიდიხანს  იყო სტერეოტიპი, რომ ყველა ბოსი იდიოტია, მაგრამ სინამდვილეში ხანდახან საკუთარი თავის მიმართ უფრო მკაცრი ხართ, ვიდრე სხვის მიმართ. მაშინაც კი, როდესაც ყველა ჩერდება, თქვენ საკუთარი თავის გაკრიტიკებას არ წყვეტთ. რადგან გსურთ საქმე მოკლე დროში უკეთესად  გამოგივიდეთ.

თქვენ არ გაქვთ დაგეგმილი განრიგი

როცა ხელმძღვანელი ხართ, ექიმთან წასასვლელად ან ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად ნებართვის აღება არ გჭირდებათ. მაგრამ ყოველ წუთას, როდესაც კომპიუტერთან მუშაობთ, გრძნობთ, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოთ და ყოველი წამი, რომელსაც სხვა საქმეს უთმობთ დაკარგულად მიგაჩნიათ.

კომუნიკაციის ნაკლებობა

კომპიუტერთან მუშაობით ანტისოციალურ ადამიანად გარდაიქმნებით, რადგან ალბათ, გყავთ ოჯახი, მეგობრები, მაგრამ დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებთ. ბიზნესმენები ძირითადად საქმეს ელექტრონული ფოსტით აგვარებენ, ვიდრე ტელეფონით. ფოსტით ადამიანებთან ურთიერთობთ, მაგრამ მათთან დროის გატარებას ვერაფერი შეცვლის.

გაუგებრობა

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ სახლში მუშაობა „სახლში ჯდომას და არაფრის კეთებას“ ნიშნავს. სხვა თვალით შეხედეთ ადამიანების შეფასებებს. მაგალითად, თქვენ მათსავით  ადრე ადგომა არ გიწევთ.

საკუთარ თავს განსხვავებულად ხედავთ

რა თქმა უნდა, რასაც აკეთებთ მოგწონთ, მაგრამ როდესაც ახალ ადამიანებს გაცნობენ, უხერხულობა იჩნეს თავს. განსაკუთრებით თუ ახალი მეგობარი კარიერულ ზენიტში იმყოფება. უხერხულობა იმიტომ იქმნება, რომ შეფასება მხოლოდ თანამდებობის მიხედვით ხდება.

რთულია მოტივაციის შენარჩუნება

როდესაც გაქვთ „ნორმალური სამსახური“ დათხოვნის ან პრემიის დაკარგვის შიში მოტივაციას გიძლიერებთ, მაგრამ სამუშაო გარემოს ნაკლებობის გამო, შესაძლოა, ის დაკარგოთ. ამიტომ საკუთარი თავის მოტივირება თავადვე უნდა მოახერხოთ.

 

როცა თქვენი საქმის ბოსი ხართ, გადაწყვეტილებების მიღება თვითონ გიწევთ, მაშასადამე, ბევრ საკითხში კომპენტენტური უნდა იყოთ. ყოველთვის ეცადეთ, რომ ახალი რამე ისწავლოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოთ, მაგრამ როდესაც სერვერი „ჭედავს“ ან კომპიუტერი ფუჭდება და გამთენიის 4 საათია, დამხმარის ლოდინი კარგი გამოსავალი არ არის.

არ აქვს მნიშვნელობა რა სპეციალობის ხართ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ, ახალ სფეროებს გამუდმებით უნდა სწავლობდეთ.

თუმცა გაითვალისწინეთ ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. ინტერნეტსაქმიანობას ნაკლი აქვს. დაიმახსოვრეთ, რომ რაც სხვებისთვის „მუშაობს“, არ შეიძლება შენთვისაც მუდმივად „მუშაობდეს“.

 

 

თარიღი: 2018/07/12