ზღაპარი რეალობად იქცევა - ხელოვნური ინტელექტი მაღაზიებს მოკლავს
ჩვენ ვცხოვრობთ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში, როდესაც პროდუქციის წარმოება ახალ ტექნოლოგიებზე ფუნდამენტურად არის დაფუძნებული: რობოტული სისტემები, ხელოვნური ინტელექტი, ინტერნეტი, მონაცემთა ბაზები, სოციალური მედია ა.შ.

სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინოვაციებს გლობალური ცვლილები მოაქვს, ცვლის ცხოვრებას: სამუშაო ბაზარს, ცხოვრებას, თავისუფალ დროს, გარემოს, ფინანსურ სქემებს, გაყიდვებსა და მარკეტინგს.

საქონლის ინტელქტუალიზაცია და პერსონალიზაცია ახლო მომავალში გაყიდვების სამყაროს შეცვლის. დღეს კომპანიების მრჩეველად ხელოვნური ინტელექტი იქცა, რომლიც მომხმარებლების აქტივობებს იმახსოვრებს. მაგალითად, კლიენტმა რა შეიძინა და როდის (ზომა, ფასი), რა მოსწონს და რა არ მოსწონს (სტილი, ფერი, ზომები).

ამერიკულმა სავაჭრო ცენტრების ქსელმა, US Macy's-მა მომხმარებლებისთვის  ხელოვნური ინტელექტის „ვირტუალური მრჩეველი“ დანერგა, რომელიც მაგალითად,  ბუნების დამცველს ნატურალური ტყავისგან დამზადებულ პროდუქტს არ შესთავაზებს. მან იცის, კონკრეტულ ადამიანს რა შესთავაზოს და არა. 

კაცობრიობის ისტორიაში გასაოცარი დამთხვევები ხდება. თითქმის ყველა ზღაპარი რეალობად იქცა ხალიჩა-თვითმფრინავი, სარკე-სკაიპი, მაღალსიჩქარიანი ჩექმები და ა.შ.

ყველაფერმა ამან კი,  უპილოტო ტრანსპორტთან და დახლების გარეშე არსებულ პროდუქტთან მიგვიყვანა. 

მარკეტინგიდან მორალური ხელოვნების ინტელექტამდე

ხელოვნური ინტელექტის განვითარება ადამიანის მსგავსად, 3 ეტაპს მოიცავს: ნიმუშის/საგნის ცნობა, მნიშვნელობის გაგება და თვითშეგნება.

როდესაც ბავშვი იბადება, ის საგნების ცნობას სწავლობს. შემდეგ ხვდება, რომ მაგიდასთან შეუძლია დახატოს. ხვდება, რომ მაგიდა მყარია და შეიძლება ცხვირი ჩამოარტყას. ბოლოს კი საკუთარი თავის შეცნობას იწყებს.

ხელოვნურ ინტელექტსაც განვითარების იგივე სტადიები აქვს. 2012-2014 წლებში მან  ნიმუშების/საგნების შეცნობის ეტაპი გაირა, მაგალითად, AI-მ ფეხით მოსიარულეების, შუქნიშნების, ტრანსპორტის და ა.შ. ცნობა ისწავლა. 2015 წელს ხელოვნურმა ინტელექტმა მნიშვნელობების გაგება ისწავლა. მაგალითად, ცხოველი, რომელიც გზაზე მიდის, შეიძლება გაიქცეს. მეცნიერების აზრით, AI საკუთარი თავის შეცნობასაც შეძლებს.

დღეს დაზუსტებით ვერავინ იტყვის რა იქნება მომავალში და მიაღწევს თუ არა ხელოვნური ინტელექტი განვითარების მესამე სტადიას, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების თქმით, უნდა მოხდეს „რობომორალის“ განვითარება. ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი სიცოცხლის ბოლო წლებში ამბობდა: „ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა გაკონტროლდეს“.

მარკეტინგს პირდაპირი ურთიერთობა აქვს მორალთან. გასულ წელს Mercedes-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინციდენტის შემთხვევაში მისი დრონები მძღოლს გადაარჩენს. ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ხელოვნური ინტელექტი მას დაეხმარება, მაგრამ თუ AI ერთ ადამიანს გადაარჩენს, როგორ მოიქცევა ის სხვა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ავარიული სიტუაცია შექმნა?

ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა ადამიანის ღირებულებებზე დაყრდნობით „რობომორალის“ შექმნაზე უნდა იმუშაონ. 

ადამიანსა და სილიკონის ხელოვნურ ინტელექტს შორის ჰუმანიზაცია გადარჩენის გზაა, რადგან თუ ხელოვნური ტვინი ადამიანის მოკვლაზე დაპროგრამებული არ არის, AI-მა შეიძლება ისწავლოს და თვითონ მოკლას.

თარიღი: 2018/07/14