რას უდრის ადამიანის მოტივაცია ბიზნესში?
ფსიქოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბიზნესში წარმატების მიღწევა ადამიანის აქტივობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული.

უფრო მეტიც, მათ გამოთვალეს ფორმულა: ადამიანის მოტივაცია ბიზნესში უდრის აქტივაციას პლუს „წარუმატებლობის არიდება“.
ცხოვრებასა და სამსახურში ყოველ წამს შეიძლება წარუმატებლობასა და რეგრესს გადააწყდეთ, რის შემდეგაც საკუთარი თავის მოტივირება კიდევ უფრო რთულია.

ამერიკელმა ბიზნესმენმა ჩაკ კუნრადტმა განავითარა მოტივაციის მოსახერხებელი და თანამედროვე მეთოდოლოგია. მისი სისტემა შეიცავს თამაშის ელემენტებს, რომელიც თავის მხრივ, 3 კომპონენტს მოიცავს: ემოციური კეთილდღეობა, მეგობრობა/მხარდაჭერა და ცოდნის გაზიარების სურვილი.

წარმატებაზე მოტივირება გარე ფაქტორებზე მეტად, შინაგან სამყაროზეა დამოკიდებული. თვითმოტივაციის ეფექტის მისაღწევად, ისწავლეთ საკუთარ თავთან და ადამიანებთან შეთანხმების მიღწევა. მოტივაციის მისაღწევად თვითდისციპლინა მნიშნელოვანია.

3 კრეატიული გზა წარმატებისთვის

ნუ გააკეთებთ ერთდროულად რამდენიმე საქმეს

შეწყვიტეთ ფორიაქი და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. დაგეგმეთ დღე და შეარჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ამის შემდეგ, თქვენ პარტნიორების, კლიენტებისა და მომხმარებლების ნდობას მოიპოვებთ.

გამხიარულდით ყველა სიტუაციაში

იყავით ლიდერი და ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. პერსონალური მოტივაცია ცხოვრებასა და ბიზნესში წინსვლაში დაგეხმარებათ.

გახდით თქვენი ცხოვრების ოსტატი

ხასიათის გამორჩეული თვისებების შემუშავება შედეგებსაც ასევე გამორჩეულს მოგიტანთ. იყავით პატიოსანი, ოპტიმისტი, რეალისტი და გქონდეთ პასუხიმგებლობის გრძნობა. იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული და გახდით სხვებისთვის ბიზნესის წარმატების მოტივაცია!

 

თარიღი: 2019/11/25