ქსელური მარკეტინგი - ვინ და რატომ ანიჭებს მას უპირატესობას
ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ბრძოლა ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. შესაბამისად, ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც  ისეთი ბიზნესის შექმნაზე ოცნებობს, რომელიც მათ დიდ მოგებას მოუტანს და ამავდროულად თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილსაც არ წაართმევს. თუმცა, ხშირად ბიზნესის დასაწყებად ნაბიჯის გადადგმას ხელს მარცხის შიში უშლის. 

უკანასკნელ წლებში ქსელური მარკეტინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა  მის მნიშვნელობასა და უპირატესობას რეალურად ცოტა თუ აცნობიერებს. 

ქსელური მარკეტინგი უბრალო მომხმარებლებს დისტრიბუტორად აქცევს. შეიძლება ითქვას, რომ კომპანია-მწარმოებელი თავის საქონელს ყიდის ქვედანაყოფზე -დისტრიბუტორზე, რომელიც არა უბრალო თანამშრომელი, არამედ დამწყები ბიზნესმენესმენია. ის მოგებას იღებს, როგორც საქონლის გაყიდვით, ისე ახალი დისტრიბუტორების ქსელში ჩართვითაც.

ამრიგად, ქსელური მარკიტინგის უპირატესობა ისაა, რომ მოგება ყველას რჩება: მწარმოებელს პროდუქცია ბაზარზე მინიმალური დანახარჯებით გააქვს, დისტრიბუტორი საკუთარ ბიზნესს ფინანსური დანაკარგების გარეშე ქმნის, ხოლო მომხმარებელი კი მისთვის საჭირო საქონელს, შუამავალთა მცირე რაოდენობის გამო, საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს.

ქსელური მარკეტინგის უპირატესობები:

  • ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქსელური მარკეტინგის საშუალებით შეგიძლიათ ყოველგვარი ფინანსური ინვესტიციების გარეშე შექმნათ საკუთარი ბიზნესი. 
  • ამასთანავე, ქსელური მარკეტინგის გამოყენებით ჩვეულებრივი ხარისხის პროდუქტს გაცილებით იაფად შეიძენთ. დისტრიბუტორებს სხვადასხვა სახის კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო პროდუქტისა და ქიმიის შეძენა საკმაოდ დიდი ფასდაკლებით შეუძლიათ.
  • თქვენი მუშაობა და შემოსავალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.  საქონლის დისტრიბუტორები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სამუშაო საათებით. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ მუშაობაში, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი მოგება. გარდა ამისა, ქსელში არ არიან ზემდგომები, შესაბამისად არ არსებობს გათავისუფლების რისკიც. 
როგორც ხედავთ, ქსელურ მარკეტინგს არაერთი უპირატესობა აქვს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს საქმიანობა უბრალოდ მოგბეზრდებათ, მარტივად შეგიძლიათ მისი დატოვება. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ არაფერს დაკარგავთ დროის გარდა, ხოლო მიღებული გამოცდილება და ქსელურ მარკეტინგის მახასიათებლების ცოდნა სამუდამოდ დაგრჩებათ. 

მსოფლიოში 7 ათასამდე ქსელური კომპანიაა, რომელშიც მილიონობით ადამიანია ჩართული. ქსელური ინდუსტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი კომპანია  Colors of Life-ია, რომლეიც ფრანგულ კომცერნ  Arkofarma-ში შემავალი ლაბორატორია Ferrier-ის მეშვეობით, წლებია პროდუქტ   BaobabLife-სა და ელიტურ ბიოკოსმეტიკას აწარმოებს. „ბაობაბლაიფი" ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო 4 მცენარეს: ბაობაბის ნაყოფს, აცეროლას, შტოშსა და კონჯაკს შეიცავს.

 

თარიღი: 2019/11/25