შედეგზე ორიენტირებული მეგობრული გუნდი -  კომპანიის წარმატების საწინდარი
ძალიან ბევრისთვის წარმატება ფინანსურ უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული. დედამიწაზე უამრავი ადამიანი ოცნებობს, გახდეს მილიარდერი. სანატრელი მიზნისკენ  გზის გაკვალვაში კი მათ ყველაზე უკეთ უკვე წარმატებული ბიზნესმენების რჩევები და მათი მაგალითები დაეხმარება. 

ერთ-ერთი ასეთია რიჩარდ ბრენსონი, რომელმაც 1970 წელს ხმის ჩამწერი სტუდია Virgin Records-ი შექმნა. დღეს მისი კაპიტალი 5 მილიარდი დოლარია, ხოლო Virgin Group  400-ზე მეტ კომპანიას მოიცავს. საკუთარი წარმატების საიდუმლო ბრენსონმა მის მიერ შექმნილ ლიტერატურულ ნაშრომში ("შიშველი ბიზნესი") გაგვიზიარა. 



რიჩარდ ბრენსონის რამდენიმე რჩევა "შიშველი ბიზნესიდან"

1. უნდა გიყვარდეთ ის საქმე, რომელსაც აკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ უნდა შეეშვათ.

2. იყავით ინოვატორი. გააკეთეთ ის, რაც არავის გაუკეთებია.

3. აუცილებელია გაიგოთ, რომ თანამშრომელი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული აქტივია. მათ დასაფასებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. თანამშრომლები თავიანთი სამსახურით უნდა ამაყობდნენ.

4. კარგი მენეჯერი აღიარებს, რომ ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. გუნდის წევრებმა ერთმანეთს უნდა მოუსმინონ, პატივი სცენ სხვის აზრს და შეთანხმდნენ. რაც უფრო ბევრჯერ შეაქებს გუნდს ლიდერი კარგი მუშაობისთვის, მით უფრო მეტად წახალისდებიან თანამშრომლები. მეგობრული გუნდი კომპანიის წარმატების საწინდარია.

5. კომპანიის დამფუძნებელს თანამშრომლებთან პირდაპირი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს. აუცილებელია, მოაწყოს შეხვედრები, იკითხოს, რა მოსწონთ თანამშრომლებს და დაინტერესდეს მათი აზრით, თუ რისი გაუმჯობესება შეიძლება კომპანიაში.

თარიღი: 2018/07/15