როგორ შევქმნათ საკუთარი ბრენდი? - იმიჯისა და სერვისის ურთიერთკავშირი
რა არის პერსონალური ბრენდინგი და რატომ არის ის საჭირო ცხოვრებასა და ბიზნესში? როგორ უნდა დავიმკვიდროთ თავი ბაზარზე?- ეს და მსგავსი ანალოგიური კითხვები  მაშინ ჩნდება, როდესაც იმიჯის შექმნა, მომხმარებლებისა და კოლეგების ნდობის მოპოვება სურთ...

სტატიაში გაეცნობით პერსონალური ბრენდის ფორმირების ძირითად გზებს და გაიგებთ, თუ როგორ უნდა შეუწყოთ ხელი ბაზარზე საქონლისა და მომსაურების რეკლამირებას.

როგორ უნდა შექმნათ საკუთარი ბრენდი?

ადამიანთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბრენდის შექმნა ძალიან რთული პროცესია, ამიტომ მიზნის მისაღწევად არაფერს არ აკეთებენ და უბრალოდ ნებდებიან. თავდაპირველად, ბრენდის კონცეფცია მსხვილ კომპანიებთან, ძვირადღირებულ საქონელსა და მომსახურებებთან იყო დაკავშირებული. ამავდროულად, ბრენდული პროდუქცია  ჩვენში ძვირადღირებულ და ხარისხიან პროდუქტთან ასოცირდება. მაგრამ საინტერესოა, შეუძლია თუ არა ადამიანს, რომ თავად იყოს საკუთარი თავის ბრენდი?

ბოლო წლებში მარკეტოლოგებმა შენიშნეს ტენდენცია, რომ ბაზარზე დღითიდღე იზრდება პერსონალური ბრენდინგის პოპულარობა, ხოლო მომსახურეობის სექტორში იმიჯსა და ნდობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ყოველივე ეს კი განაპირობა იმან, რომ მომსახურება არამატერიალურია და მისი არჩევაც ძირითადად პიროვნულ ფაქტორს ეფუძნება. აქედან გამომდინარე, პერსონალური ბრენდინგი თანამედროვე სამყაროში კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას მოგანიჭებთ.

 

საკუთარი ბრენდის ძირითადი მახასიათებლებია:

  • პოპულარობა-გარკვეულ წრეებში უპირატესობის ქონა;
  • საქონლის მიწოდების უზრუნველყოფა და ზოგადად მომსახურების მიმართ ნდობა კონკრეტული პიროვნების იმიჯზეა დამოკიდებული;
  •  პიროვნება თავის სფეროს ექსპერტად არის აღიარებული.
ბრენდის ქონის უპირატესობები:

  • ადამიანი-ბრენდი ყოველთვის დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს და აქვს შესაძლებლობა თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო, სამუშაო ადგილი, ამასთანავე მის მომსახურებაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა;
  • ასეთი ადამიანები კრიზისის პერიოდშიც კი პოპულარულები არიან;
  •  სოციალური და ფინანსური უპირატესობები;
  • პერსონალური ბრენდინგი საშუალებას გაძლევთ, რომ იმოქმედოთ არატრადიციულად, თანაც ეს თქვენი ქმედებებისადმი ნდობაზე არ აისახება;
  •  პასიური შემოსავალი მხოლოდ სახელით შეიქმნება;
  • გარშემომყოფთათვის საკუთარი ღირებულების მნიშვნელობის გააზრება;
  • კორპორატიული ბრენდის პირადი ხარჯით განმტკიცება;
თამაშის წესები, რომლის მიხედვითაც პერსონალური ბრენდი უნდა შეიქმნას:

  1. იყავით ექსპერტი-მნიშვნელოვანია, რომ არჩეულ სფეროში ცოდნა მუდმივად გაიღრმაოთ. გაუზიარებს სხვებს თქვენი ცოდნა და გამოცდილება, რადგან ეს ძალიან ღირებულია გარშემომყოფთათვის.
  2. სამიზნე აუდიტორიის ცოდნა-აუცილებელია ნათლად განსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია, გაითვალისწინოთ მათი საჭიროებები, ინტერესები და მიაწოდოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია. თუმცა, შეუძლებელია, რომ ყველა საკითხში ექსპერტი იყოთ, ამიტომ უმჯობესია ცალკეული ნიშა აირჩოთ და პროფესიონალად ჩამოყალიბდეთ.
  3. ინფორმაციის საჯაროობა-გახადეთ ინფორმაცია ხელმისაწვდომი სამიზნე აუდიტორიისთვის-პოტენციური მომხმარებლებისთვის. ეს შეიძლება იყოს თქვენი ფოტოები, დიპლომები, სერთიფიკატები, CV, ბიოგრაფია... ყველაფერი, რაც თქვენი ბრენდის ჩამოყალიბებაში დაგხმარებათ.
  4. ახალი ინფომაციის გამოქვეყნება-აუცილებლად განაახლეთ ინფორმაცია, გამოაქვეყნეთ სტატიები, გამოხატეთ საკუთარი აზრი, დაამატეთ თქვენი სურათებიც- ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ საკუთარ თავს და სხვებს თქვენი მნიშვნელობა შეახსენოთ.
  5. მუდმივი განვითარება-პირადი ბრენდინგი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საკუთარ თავთან მუშაობას, სრულყოფილებისკენ სწრაფვას... ადამიანი-ბრენდი, როგორც წესი ლიდერის, იცის, როგორ უნდა გაუძღვეს საქმეს, მზადაა გადამწყვეტი მოქმედებებისთვის და იღებს პასუხისმგებლობას თავის ცხოვრებასა და სამუშაოზე. ასეთი ადამიანები ატარებენ ერთგვარ სინათლეს, ცეცხლსა და ენერგიას, რითაც გარშემომყოფებს შთააგონებენ...
  6. პერსონალური PR-ის ხელშეწყობა-რეკლამირება აუცილებელია პოპულარობისათვის. ამისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სტატიები, პუბლიკაციები, გამოჩნდეთ მედიასა და რადიოში, ჩაებათ სოციალურ საქმიანობებში, იმუშაოთ პარტნირებთან...
ბრენდის შექმნის ციკლი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

  1. თავდაპირველი იდეა;
  2. კვლევა;
  3. არსის განსაზღვრა;
  4. სახელის შერჩევა;
  5. ბრენდის ვიზუალის შექმნა;
  6. ტესტირება;
  7. ბრენდის კონცეფციის შემუშავება;
  8. ბრენდის საკომუნიკაციო მეთოდების განსაზღვრა;
  9. თანამშრომელთა ტრენინგი;
  10. პროექტის გაშვება;
  11. შედეგების ანალიზი.
რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ბრენდის განვითარება წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა. შეუძლებელია  ბრენდი არ განიცდიდეს ცვლილებებს, რადგან კონკურენტებს „არ სძინავთ“ და სამყაროც საოცარი სიჩქარით იცვლება. ბრენდი ზემოთ აღნიშნული პრინციპების მიხედვით ყალიბდება, მაგრამ ის მომხმარებლებზეა ფოკუსირებული და შესაბამისად მათი მოთხოვნების, იდეებისა და ღირებულებების მიხედვით ვითარდება და იცვლება.

 

 

თარიღი: 2019/06/06