Tesla-მ 2018 წლის პირველ კვარტალში 709,6 მილიონი დოლარი იზარალა
Tesla-მ 2018 წლის პირველ კვარტალში 709,6 მილიონი დოლარი იზარალა. ამის შესახებ ინფორმაციას Businessinsider კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიუხედავად კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაკარგებისა, Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ვარაუდობს, რომ კომპანია წარმატებას მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წარმატებას მიაღწევს და კვირაში 5 000 ელექტრომობილი Model 3-ის წარმოებას შეძლებს.

ილონ მასკმა შეხვედრაზე ინვესორების შეკითხვებს თავი აარიდა. მან ასევე არ ისაუბრა Model 3-ის შემუშავებაზე. აღნიშნულის შემდეგ კომპანიის აქციები 4,5%-ით დაეცა. 

გასულ თვეში კომპანია Tesla-ს ყველაზე პოპულარული მოდელის Model 3-ის გამოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.

ავტორი:
თარიღი: 2018/05/03