როდის შეიძლება დიდ კომპანიაში მუშაობა იყოს საინტერესო?
ციფრული ინოვაციები კომპანიებში მუშაობას ართულებენ და ახლო მომავალში დიდი კომპანიები სამუშაოდ ნაკლებად მიმზიდველი ადგილი იქნება. თუმცა დიდ კომპანიაში მუშაობას, დადებითი მხარეც აქვს - ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა, საუკეთესო და ერთადერთი გზაა კარიერის ან საკუთარი „სტარტაპის“ შესაქმნელად. ამისთვისა აუცილებელია, ორგანიზაცია მუშაობდეს როგორც „ჭკვიანი პლატფორმა“.

რა არის ჭკვიანი პლატფორმა?

ჭკვიანი პლატფორმა დაფუძნებულია ინოვაციების რეგულარულად არსებობის იდეასთან, რომელიც გამუდმებულ კრეატიულობას და თანამშრომლობას მოითხოვს. პლატფორმა დასაქმებულების, ინვესტორების, მომხმარებლების, დეველოპერების, სხვა კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების და მთავრობების ერთმანეთთან კავშირია.

პლატფორმის წარმატებაში დაინტერესებული პირები (stakeholders) მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებისთვის ფიდბექს იძლევიან. აღნიშნულში დიდ როლს ციფრული ტექნოლოგიები თამაშობს.

ჭკვიანი პლატფორმის 4 „ინგრედიენტი“

ჭკვიანი პლატფორმის ორგანიზაცია და სტრუქტურა 4 მნიშვნელოვან კომპონენტზეა დამოკიდებული. მხოლოდ ამ კომპონენტების საშუალებით არის შესაძლებელი ინოვაციისთვის კრეატიულობისა და შესაძლებლობების მაქსიმალიზაცია.



1.ტექნოლოგიები
ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი პლატფორმების შექმნა მნიშვნელოვნად დააჩქარა. ეს ტენდენცია გაგრძელდება. მაგალითად, Airbnb-ი და Amazon-ი „საზოგადოების სიბრძეს“ ენდობიან, რაც კომპანიის განვითარებაში მომხმარებლების მონაწილეობას გულისხმობს. ნდობის მოპოვება და მომხმარებლების აზროვნების ჩართულობა, ალგორითმები და მომხმარებლის ფიდბექი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ბრენდისადმი ერთგულება.

2.კომუნიკაცია

პრობლემა, რომელიც პლათფორმასა და stakeholders-ს (ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც ორგანიზაციაში რაიმე ინტერესი აქვს) შორის წარმოიქმნება, ხშირად კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია. YouTube -სა და კონტენტის შემქნელებს შორის სწორედ ეს პრობლემა წარმოიშვა.

ჭკვიანი პლატფორმისთვის კი კომუნიკაცია აქტიური და ღია პროცესია, რომელიც ხელს დიალოგს უწყობს.

კომუნიკაციის საუკეთესო მაგალითად Amazon-ის ყოველწლიური წერილი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ინვესტორებს, არამარტო მიღწეულ შედეგებს მოუთხრობს, არამედ სამომავლო გეგმებს, განვითარების პერსპექტივებს. ჯეფ ბეზოსის წერილი ბიზნესრჩევებსაც მოიცავს.

3.კულტურა
ღია გარემოში ორგანიზაციის კულტურა გადამწყვეტ როლს თამაშობს. კულტურა, როდესაც „საუკეთესო იდეა იმარჯვებს“, ჭკვიან პლატფორმაზე აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი. ამის საუკეთესო მაგალითს Netflix -ი წაროადგენს.

Netflix -ის აღმასრულებელი დირექტორი, რიდ ჰასტინგი მიიჩნევს, რომ კომპანიების წარმომადგენლების განცხადება, რომ მათთვის პატივისცემა, კომუნიკაცია, პატიოსნება და უპირატესობა ღირებულებებია, მოჩვენებითია. მისი თქმით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა უნდა შეიცვალოს. გუნდის განწყობა და კომპანიის გარემო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გამოუცდელ და ახალგაზრდა თანამშრომლებს კომპანიებში მარტივად ათავისუფლებენ. Netflix-ში კი თანამშრომლებს როგორც მეწარმეებს ისე ეპყრობიან.

4.ლიდერშიფი
კომპანიის წარმატება ლიდერშიფზეა დამოკიდებული, თუ რამდენად არის ჩართული ხელმძღვანელი სამუშაო პროცესში და უსმენს თუ არა ის თანამშრომლებს. მენეჯერებმა თითოეული კომპონენტი კარგად უნდა გაიაზრონ იმისთვის, რომ კომპანია ჭკვიანი პლატფორმა გახდეს.

თარიღი: 2019/11/24