შემცირება, რომელიც კომპანიას არ გაანადგურებს
დღეს ორი ძლიერი ძალა - ავტომატიზაცია და გლობალური კონკურენცია სამუშაოს მთავარ არსად ტრანსფორმირდება. კომპანიები იძულებულები არიან HR სტრატეგიას გადახედონ და ხანდახან მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღონ. ორგანიზაციები ხშირად პერიოდულ რესტრუქტურიზებასა და შემცირებებს მიმართავენ, მაგრამ ეს დასაქმებულის შრომის შედეგიანობას ამცირებს. ბევრი მიხვდა, რომ ახალი მიდგომაა აუცილებელი. 

2008 წელს Nokia-ს მოგება 67%-ით გაიზარდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში აზიელი მწარმოებლების გამო, კომპანია იძულებული გახდა ფასები 35%-ით შეემცირებინა. ამასთან გერმანიაში ბოხუმის ქარხანაში სამუშაოს ღირებულება 20%-ით გაიზარდა. კომპანიის მენეჯმენტმა ქარხნის დახურვა გადაწყვიტა. სამსახურიდან 2300 თანამშრომელი უნდა გათავისუფლებულიყო. კომპანიამ შედეგად უკონტროლო სიტუაცია მიიღო. ერთი კვირის შემდეგ ბოხუმში 15 000 ადამიანმა საპროტესტო აქცია  გამართა. გერმანიის მთავრობამ Nokia-ს ქარხნის დახურვის გამო სუბსიდიის გაცემა დავალა და კომპანიის საქმიანობის შემოწმება დაიწყო. სავაჭრო კავშირებმა კომპანიის პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადეს. გაზეთები შეწუხებული მუშების ფოტოებით გაივსო. Nokia -მ 2008-2010 წლებში 100 მილიონი მოგების სანაცვლოდ 700 მილიონი დაკარგა.

თანამშრომლების შემცირება და მათთვის უსამართლო პირობების შექმნა კომპანიის საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. 2008 წელს Nokia-ს გადაწყვეტილება ქარხნის დახურვასთან დაკავშირებით შეიძლება სწორი იყო, მაგრამ კომპანია თანამშრომლებსაც უსამართლოდ მოექცა. ყველა მხარე საქმის კურსში უნდა იყოს და სამართლიანობის განცდა და დადებითი შედეგის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ.

რატომ არის შემცირებები უშედეგო?

Nokia-ს პრობლემა ბევრი კომპანიისთვის ნაცნობია. სტატისტიკის მიხედვით, 2000-2008 და 2010-2013 წლებში კომპანიებმა მთელ მსოფლიოში სამსახურებიდან 880 ათასიდან 1.5 მილიონ ადამიანამდე გაათავისუფლეს. 2009 წელს დიდი რეცესიის დროს სამსახური აშშ-ში 2.1 მილიონმა ადამიანმა დაკარგა. 2007-დან 2010 წლამდე უმუშევართა რიცხვი 34 მილიონით გაიზარდა.

კომპანიები თანამშრომლების „თავიდან მოშორებით“ კარგავენ რესურსს, რომელიც მათ გადამზადებაში დააბანდეს. კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლები, რომლებიც 1982 წლის რეცესიის დროს დაითხოვეს, 20 წლის შემდეგაც 20%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც მათი ადგილები დაიკავეს.

კომპანიების მიდგომა, რომელიც თანამშრომლების შემცირების ალტერნატივას გულისხმობს, 3 კომპონენტისგან შედგება: ფილოსოფია, მეთოდოლოგია და მოქმედების არჩევანი სხვადასხვა ეკონომიკურ სიტუაციაში.

ფილოსოფია - სტაფის შეცვლის ფილოსოფია ლიდერშიფის კომპასი უნდა იყოს. ეს ემყარება კომპანიის ღირებულებებს და გამოხატავს მის ვალდებულებებსა და პრიორიტეტებს. ფილოსოფია ეხმარება ლიდერებს შემდეგ კითხვებს უპასუხონ:

-რა წვლილი მიუძღვით თანამშრომლებს კომპანიის წარმატებაში?

-რას ველოდებით თანამშრომლებისგან?

-რა უნდა მიიღონ თანამშრომლებმა სამუშაოს კომპენსაციის სახით?

-როგორ გვეხმარებიან თანამშრომლები დაგეგმვასა და შტატის ცვლილების საქმეში?

მეთოდოლოგია - მეთოდოლოგია ალტერნატივებს განიხილავს  და თუ შემცირება აუცილებელია, უარყოფით შედეგებს ამცირებს. მეთოდოლოგიის შესაქმნელად უნდა უპასუხოთ 3 შეკითხვას:

-როგორ დაიგეგმება სტაფის ცვლილება?

-ვინ იქნება პასუხისმგებელი განხორციელებულ ცვლილებების მართვასა და კონტროლზე?

-რა პარამეტრები გაზომავს მიღებული ზომის ეფექტიანობას?

მოქმედების არჩევანი სხვადასხვა ეკონომიკურ სიტუაციაში - ეს სტრატეგია ითვალისწინებს 3 სცენას: ჯანსაღი აწმყო, მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისი და გაურკვეველი მომავალი.

ჯანსაღი აწმყო - მომავალში თანამშრომლების დაქირავების რაციონალური მიდგომა, მათ განთავისუფლების რისკებს შეამცირებს.

მოკლევადიანი ეკონომიკური კრიზისი - გამოცდილმა მენეჯერებმა იციან, როგორ შეამცირონ ხარჯები თანამშრომლების დათხოვის გარეშე. ბევრმა კომპანიამ სხვა ხარჯების შემცირებით და თანამშრომლების შენარჩუნებით სარგებელიც ნახა.

გაურკვეველი მომავალი - ბაზარი იცვლება, ახალი ტექნოლოგიები და ძლიერი კონკურენცია კომპანიებს რესტრუქტურიზაციისკენ უბიძგებს. კომპანიებმა უნდა მიბაძონ ამერიკულ ტელეკომუნიკაციების ჰოლდინგს. 2013 წელს ჰოლდინგს სამუშაო ძალის შემცირებაზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო. კომპანიის მენეჯმენტმა გაანალიზა, ის ფაქტი, რომ თანამშრომლების ნაწილის ის პოზიციები, რომლის გათავისუფლებას აპირებდა, 10 წელიწადში აღარ იარსებებდა და არასასურველი შედეგის თავიდან ასაცილებლად ისინი 2020 წლამდე დატოვა.

 

 

თარიღი: 2019/11/25