რატომ არ გვეჩვენება დამაჯერებლად დადებითი გამოხმაურებები?
ონლაინმიმოხილვები პოტენციური მყიდველის დაინტერესების თვალსაზრისით დიდ როლს თამაშობს, მაგრამ საინტერესოა, მაინც რომელი პოზიცია ახდენს მათზე უფრო მეტ გავლენას? -  რასაკვირველია, ნეგატიურ უკუკავშირს შეუძლია, მომხმარებელს საერთოდ გადააფიქრებინოს შეძენა, მაგრამ  აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა დადებითმა გამოხმაურებამაც შესაძლოა, იგივე გავლენა იქონიოს. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ზომიერად დადებითი გამოხმაურება უფრო დამაჯერებელია, ვიდრე პროდუქციით აღფრთოვანება.

ერთი-ერთი კვლევისას შეფასდა სავაჭრო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთხოვდა, რომ 5 ქულიან შკალაზე პროდუქცია შეფასებინათ. პლატფორმაზე მომხმარებლებს ასევე შეეძლოთ აღენიშნათ, თუ რომელ გამოხმაურებას მიიჩნევდნენ უფრო სასარგებლოდ. მონაცემებმა აჩვენა, რომ  მომხმარებლები უფრო მეტად  არა ხუთქულიან შეფასებებს, არამედ „ზომიერ“ გამოხმაურებებს ენდობოდნენ.

მართალია, მომხმარებელზე ზედმეტად დადებითი მიმოხილვები არც ისე კარგად მოქმედებს, თუმცა ის დამაჯერებელია იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოხმაურებები შესამჩნევად დიდია.

მომხმარებლები, როგორც წესი, ვერ აცნობიერებენ ზომიერი მიმოხილვის გავლენას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ ისინი სხვების დარწმუნებას პროდუქციის გადამეტებულად შეფასებით ცდილობენ, რაც საპირისპირო შედეგს იძლევა...

ამდენად, გაყიდვების გაზრდას არა გადამეტებული, არამედ ზომიერი შეფასება იწვევს. მომხმარებლებს კი რომლებიც უკუკავშირს ტოვებენ, შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ შეძლებისდაგვარად მოცულობითი მიმოხილვა დატოვონ და თუ პროდუქტი უმაღლეს ქულას ნამდვილად არ იმსახურებს,  შეფასებისგანაც თავი შეიკავონ

თარიღი: 2019/04/09