ახალი მელოდია - როგორ ცვლის ბლოკჩეინი მუსიკალურ ინდუსტრიასა და კინობიზნესს 
ტექნოლოგიურმა ბლოკადამ, რომელიც IT სექტორთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული, მუსიკასა და კინოინდუსტრიაშიც შეაღწია.

Wall Street-ის შერყევის შემდეგ, ბლოკჩეინის ტექნოლოგია ჰოლივუდში გაგზავნეს. უკვე ივნისში კი გამოვიდა – No Postage Necessary –  პირველი ფილმი, რომელიც კრიპტოვალუტით Vevue-ს ვიდეოაპლიკაციაში შეიძინეს.

ექსპერტები ახალ ტრენდს წინასწარმეტყველებენ, მათი თქმით, ბლოკკჩეინი ხელს შეუწყობს მცირე სტუდიებს მათი ფილმების რეკლამირებისთვის.

აღსანიშნაბია, რომ კანშ წარმოდგენილი 5,000 სტუდიიდან 1,053 ჩინეთიდან, კორეადან, იაპონიიდან, ტაილანდიდან და აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებიდან იყვნენ წარმოდგენილნი. ახალი პარტნიორობის წყალობით, აზიური შინაარსის შემცველი ფილმების რაოდენობა პლატფორმაზე 35%-ით გაიზარდა.

როგორც ცნობილია, დღესდღეობით აზიური ბაზარი ამ სფეროს განვითარების მხრივ ყველაზე პერსპექტიულია. ამჟამად ტექნოლოგიური ბლოკადის 70% აზიის ქვეყნებში: ჩინეთში, იაპონიასა და კორეაშია კონცენტრირებული.

ამჟამად მსოფლიოში პროდუქციის წარმოების ყველაზე მსხვილი მოთამაშეები  Netflix-ი Youtube ან Amazon-ია, ამასთანავე არიან შუამავლებიც, რომლებსაც სხვადასხვა სახის პროდუქცია მომხმარებლამდე მიაქვთ. ექსპერტების აზრით, კი ტექნოლოგიური ბლოკადა დეცენტრალიზაციის გზით ამ პროცესს დაარღვევს.

ბლოკ-პლატფორმის პიარდირექტორის, მარსელო მარიეს  განცხადებით, ბიზნესმოდელისა და შუალედური რგოლის გამოყენებით 5-10 წელში კრიპტოვალუტა ბაზარს დაიპყრობს. აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგიები გამოყენების კიდევ ერთი პლიუსი უსაფრთხოებაა. დაცულია როგორც შინაარსობრივი მხარე, ისე ორ მხარეს შორის ფინანსური ურთიერთობის ასპექტიც (მაგალითად, პროდიუსერსა და აუდიტორიას შორის).

„მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის შემოღების პერსპექტივა დიდია, ამ ტექნოლიგიასაც აქვს პრობლემები, რაც გარიგების ბლოკირების მასშტაბებთანაა დაკაშირებული. ასეთი მსხვილი ბიზნესის მხარდასაჭერად, ქსლური ინფრასტრუქტურა თითქმის  უსასრულო მომხმარებლებისთვის გამარტივებულ გარიგრბას უნდა ითვალისწინებდეს“-აღნიშნავს მარცელო.

„იდეა ეჭვ გარეშე საინტერესოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ თეორიაა, რაც შესაძლოა მომხმარებლისთვის შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, რადგან თავად მომხმარებელს ამ ყველაფრის გასაგებად  გარკვეული დრო დასჭირდება“ - განაცხადა Sharp House-ს დამფუძნებელმა იან შარფმა.

თარიღი: 2018/07/19