ინტერნეტი ციდან - GOOGLE-ის შვილობილი კომპანია კენიას საჰაერო ბურთებით ინტერნეტს მიაწვდის
ტექნოგიგანტი Google-ის შვილობილი კომპანია Loon-ი კენიის ერთ-ერთ შორეულ რეგიონს საჰაერო ბურთებით ინტერნეტს მიაწვდის. Loon-სა და Telkom Kenya-ს შორის პირველი კომერციული გარიგება უკვე გაფორმდა.

Loon-ის საჰაერო ბურთი ზღვის დონიდან 20 კმ-ში სტრატოსფეროში განთავსდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბურთს საფრთხეს საჰაერო ტრაფიკი და შტორმი ვერ შეუქმნის.

ჩოგბურთის კორტის ზომის ბურთი პოლიეთილენისგან არის დამზადებული, რომელიც ჰელიუმით არის გაბერილი და მზის პანელით იმუხტება. ბურთის სიჩქარე და მიმართულება სპეციალისტების მიერ დარეგულირდება. საჰაერო ბურთი ასევე სპეციალური ანტენით იქნება აღჭურვილი, რომელიც ინტერნეტის სიგნალებს 5000 კვადრატული კილომეტრის მანძილზე გაავრცელებს.

ბურთების გაშვება უახლოეს მომავალში იგეგმება.

თარიღი: 2018/07/19