ფსონი ღრუბლოვან მომსახურებაზე - Microsoft-ის გაყიდვებმა $100 მილიარდი შეადგინა
Microsoft-მა ღრუბლოვან მომსახურებაზე (ვებ-ზე დამყარებული კავშირი. ონლაინსაბანკო ოპერაციები, ონლაინსაცალო მაღაზია, მუსიკის ჩამოტვირთვა და ა.შ.) ფსონი გაზარდა, შედეგად ფმისმა წლიურმა გაყიდვებმა $100 მილიარდს მიაღწია.

Microsoft-ის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი წლის ბოლომდე გაყიდვების $110 მილიარდამდე გაზრდას ვარაუდობენ. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებს 14%-ით აღემატება.

ნანდელას ხელმძღვანელობით, კომპანიამ ღრუბლოვანი მომსახურება პრიორიტეტად აქცია. რის შედეგადაც, Synergy-ს კვლევის ჯგუფის მონაცემებით, Amazon-ის შემდეგ ბაზრის ამ სეგმენტში Microsoft-ი მეორე ადგილს იკავებს.

აღნიშნული სეგმენტი ბაზარზე აშკარად მნიშვნელოვანია. ღრუბლოვან მომსახურებასა და ინფრასტრუქტურაზე გლობალური ხარჯები წელს სავარაუდოდ $160 მილიარდს მიაღწევს, 2021 წლისთვის კი $227 მილიარდამდე გაიზრდება.

თარიღი: 2018/07/21