SINGAPORE AIRLINES - მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანია
მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანია დასახელდა. პირველი ადგილი Singapore Airlines-მა დაიკავა.

Singapore Airlines-ი ნომერ პირველ მსოფლიოს ავიაკომპანიათა დაჯილდოებაზე დასახელდა.

ათეულში ასევე Qatar Airways-ი, ANA All Nippon Airways-ი, Emirates-ი, EVA Air-ი, Cathay Pacific Airways-ი, Lufthansa, Hainan Airlines-ი, Garuda Indonesia და Thai Airways-ი მოხვდნენ.

გასულ წელს პირველი ადგილი Qatar Airways-ს ეკავა.

გამარჯვებულ ავიაკომპანიებს Skytrax-ი ავლენს, რომელიც ავიაკომპანიებს მგზავრების შეფასებების და თვითმფრინავების კომფორტის მიხედვით აფასებს.

თარიღი: 2018/07/22