რჩევები მილიონერისგან, რომელიც იახტით მოგზაურობისას ათ კომპანიას მართავს
ბლოგერი დეივ სკულზი თავის ერთ-ერთ ჩანაწერში გვთავაზობს რჩევებს მილიონერისგან, რომელიც ოჯაახთან ერთად მსოფლიოს გარშემო იახტა „Zephyr“-ით მოგზაურობის პარალელურად 10 კომპანიას ხელმძღვანელობს.

ბლოგერმა მეწარმისგან ცხოვრებასა და ბიზნესსზე რჩევები პირადი საუბრისას მოისმინა:

შემოსავლის მრავალი წყარო

თუ თქვენ ჩემი ათი ბიზნესიდან მხოლოდ ერთს დააკვირდებით, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არ იქნებით, რადგან აღმოაჩენთ სტაბილურ, მცირე და მომგებიან ბიზნესს, რომლის შემოსავლით მხოლოდ ერთი პატარა ოჯახის რჩენაა შესაძლებელი.

თავისთავად, ასეთი კომპანია ძალიან ჩვეულებრივია. თქვენ - სტარტაპერებს, რაღაც უფრო რეზონანსული გინდათ. ჩემი საწარმო კი ასეთი არ არის, თუმცა მაინც მოაქვს სარგებელი გარკვეული ტიპის ადამიანებსთვის.

გაზარდეთ პატარა და მომგებიანი ბიზნესების რაოდენობა ათამდე და თქვენ მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებთ.

იმუშავეთ დამოუკიდებლად, პარტნიორების გარეშე

სცადეთ მუშაობა პარტნიორების გარეშე. რაც უფრო მეტი პარტნიორი გეყოლებათ, მით უფრო ნაკლებს მიიღებთ, ხშირად მოგიწევთ ბრძოლა თქვენი თვალსაზრისის მართებულობის დასამტკიცებლად და ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებადაც უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ. ამასთანავე, გაერთიანება სხვა პარტნიორებთან და მით უმეტეს, თანადამფუძნებლობა საკმაოდ ძვირი ჯდება.
შეიძინეთ საჭირო უნარები, შემდეგ კი შესაბამისი ადამიანები დაიქირავეთ.

შეისწავლეთ ბაზარი
ჩვენი მარკეტი მცირეა. ჩვენ არ ვართ სან ფრანცისკოში, პარიზში ან ნიუ-იორკში. მცირე ბაზრები ორი-სამი წლით ჩამორჩებიან მათ. შესაბამისად, ის რაც დიდ ქალაქებში გაიყიდება ჩვენთან შეიძლება, საერთოდ არ გაიყიდოს.

განსაზღვრეთ ბაზრის მდგომარეობა და თავდაპირველად მაღაზია მცირე ბაზრისთვის გახსენით.

ყურადღებით აიყვანეთ თანამშრომლები

ჩემი თანამშრომლები მულტიდისციპლინარულები არიან. მიმღებში მომუშავე გოგონა შესვენებისას სოციალური ქსელების მარკეტინგზე მუშაობს...

მე ყოველთვის დამოუკიდებელ და პასუხისმგებლიან პირებს ვეძებ, რომლებიც სრულიად არიან პასუხისმგებლები თავიანთ საქმეზე. ასე რომ, შემიძლია მშვიდად ვიმოგზაურო სხვავდასხვა ქვეყანაში, რადგან ვიცი, რომ ჩემი თანამშრომლები კეთილსინდისიერად და სრული პასუცისმგებლობით მუშაობენ.

ჩვენ ასევე ხშირად ვმართავთ წვეულებებს, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ იდეებს, თუ რომელი მარკეტინული ტაქტიკა იმუშავებს ბიზნესში, ასევე ვაწესებთ სპეციალურ ჯილდოებს პროდუქტიულობისთვის და სიამოვნებით ვატარებთ დროს ერთად.

როგორ ვაქციოთ ბიზნესი წარმატებულად

ჩემი კომპანიის მთავარი ამოცანა ძალიან მარტივია და მომხმარებლების ხარისხიანი სერვისითა და პროდუქციით უზრუნველყოფას გულისხმობს.

თუ გსურთ, რომ ბიზნესში წარმატებას მიაღწიოთ, ამისთვის მსოფლიოს შეცვლა სულაც არ არის აუცილებელი. თქვენ უბრალოდ უნდა გაიგოთ მომხმარებლის მოთოვნა და მას ის მიჰყიდოთ. ეს აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი პროდუქტი შესაბამისი ფასით. ხოლო თუ ეს სერვისია, დარწმუნდით, რომ ის უნიკალურია თქვენს ბაზარზე მაინც.

თარიღი: 2018/07/23