რა საერთო აქვს თერმოდინამიკასა და ბიზნესს?
წარმოიდგინეთ, რომ მთის ძირას დგახართ და ასვლა გსურთ. საბოლოოდ გამბედაობას იკრეფთ და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დიდ დროსა და ძალისხმევას ხარჯავთ და ასვლას იწყებთ. დგამთ რამდენიმე ნაბიჯს, მაგრამ ფეხი გიცურდებათ და ეცემით. ადგომა გსურთ და ისევ ეცემით. გინდათ წინ წახვიდეთ, მაგრამ ისევ იგივე მეორდება. აუცილებელია რაღაც შეცვალოთ. რა უნდა გააკეთოთ?


თერმოდინამიკის კანონის მიხედვით, ნებისმიერ სისტემაში ენერგიის შეზღუდული რაოდენობაა, დროსთან ერთად ენერგია მცირდება და ქაოტური ხდება. სისტემამ რაც არ უნდა მოინდომოს და წესრიგის დამყარება სცადოს, ენერგია ქაოტური რჩება. ზუსტად იგივე ხდება ადამიანთან და ბიზნესთან მიმართებაშიც.

იმისთვის, რომ დაიმუხტოთ, თქვენ და თქვენმა ბიზნესმა ენერგია და ინფორმაცია უნდა მიიღოთ. ადამიანისთვის ენერგიის წყარო ურთიერთობებია. ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პოტენციალი, ვიდრე ვფიქრობთ და ერთადერთი გზა თუ რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა არის ცდა. ეს კი პატარა მეგობრულ ბიძგს მოითხოვს.

ხშირად ვერ ვხვდებით რა შესაძლებლობები გვაქვს. სწორედ მეგობრული ბიძგი დამალულ შესაძლებლობებს ფარდას ხდის. მხარდაჭერა და წახალისება ადამიანს ძალას მატებს, რომ გააგრძელოს. წინაღობები და დაბრკოლებები სამუშაო პროცესს საინტერესოს ხდის.
როდესაც ვინმე თქვენთვის ბიძგის მიცემას ცდილობს, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვით:

იმისთვის მიბიძგებენ, რომ უკეთესი გავხდე და უფრო მეტს მივაღწიო?

რისი გაკეთება მსურს საქმის უკეთესად გასაკეთებლად?

რისი გაკეთება მსურს იმისთვის რომ საქმე დღევანდელზე უკეთ ხვალ გავაკეთო?

მიბიძგებენ იმისთვის, რომ კომფორტის ზონიდან გამომიყვანონ?

დარწმუნებული ვარ რომ ზრდა მჭირდება?

თარიღი: 2018/07/24