მართეთ ოცნებები და მიზნები
ბიზნესის განვითარება და ცხოვრების ხარისხი ემოციურობის, ფიზიკურობისა და ფინანსების კონტროლის უნარზე პირდაპირაა დამოკიდებული. 

როგორ ონლაინ, ასევე ოფლაინბიზნესში მიზნების სწორად დასახვა უნდა მოხდეს და მოტივაცია აუმაღლოთ საკუთარ თავს, რათა წარმატებისკენ და ოცნების ასახდენად წინ სწრაფად იაროთ. შეძლებთ თქვენს მიზნებსა და ბიზნესზე იმუშაოთ?

Business Post-ი რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

საკუთარი თავი სხვას არ შეადაროთ

თუ საკუთარ შედეგებს სხვებისას შეადარებთ, თქვენს მოტივაციას ჩაკლავთ, რადგან ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც საქმეს თავს უკეთ გაართმევენ. ასე, რომ დღევანდელი დღის შედეგები გუშინდელს შეადარეთ და ეცადეთ, რომ ხვალ უკეთესი შედეგი გქონდეთ.

რთული ამოცანები დღის დასაწყისში შეასრულეთ

რთულ პრობლემას ბოლო წუთისთვის ნუ გადადებთ. აჯობებს თუ მას დღის დასაწყისში მოაგვარებთ. ასევე აუცილებელია, რთული საკითხები ჩამოწეროთ და კვირის დღეებზე გადაანაწილოთ.

მართეთ მიზნები და ოცნებები

თუ რაღაც გინდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც დიდ სარგებელს მოგიტანთ. ენთუზიაზმი ჩაივლის და საქმე არ გამოვა. დასახეთ რეალური მიზნები და არარეალურს შეეშვით.

მიზნები უნდა იყოს სპეციფიკური, რეალური, დროში განსაზღვრული და შედეგზე ორიენტირებული.

პოზიტიურად ფიქრი ისწავლეთ, არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება თქვენს ონლაინბიზნესში

იმისთვის, რომ თქვენი უარყოფითი ფიქრები დადებითი გახდეს, ზუსტად 5 წუთია საჭირო.

აიღეთ კალამი და ფურცელი. ჩამოწერეთ ყველა თქვენი მიღწევა და ნაბიჯი, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარათ. მოახდინეთ მასზე ფოკუსირება, რათა მოტივაცია აიმაღლოთ.

გააცნობიერეთ თქვენი შესაძლებლობები

იყავით რეალისტი, ბიზნესი ფულის დაბანდებას, დროს, ცოდნას, რეკლამას და ბევრ სხვა რამეს მოითხოვს. კვირაში 4 საათი მუშაობა, მითია. ინტერნეტი არის ადგილი, სადაც გამუდმებით შეგიძლიათ ისწავლოთ და თეორია პრაქტიკულად განახორციელოთ.

წარმატებისკენ სწრაფვა

წარმატებული ადამიანები ინსპირაციის წარმოუდგენელი წყარო არიან. ისინი  ჩვენი „კერპები“ არიან, რადგან ცდილობენ პრობლემის გადაჭრის უფრო ეფექტური გზა იპოვონ. ისწავლეთ და გამოიყენეთ მათი გამოცდილება.

 

თარიღი: 2018/07/26