რატომ უხდიან  აშშ-ში დიდ თანხას ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებს და სად ეძებენ ნიჭიერ ხალხს ტექნოლოგიური კომპანიები
თითქმის ყველა ტექნოლოგიური კომპანია ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს. ისინი მზად არიან მილიონები გადაიხადონ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ.

აშშ-ში უდიდესი კომპანიები ხელოვნურ ინტელექტზე დიდ ფსონს დებენ.„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები სპეციალისტებს წელიწადში 300 000 დოლარიდან 500 000 დოლარამდე უხდიან. ასევე, ისინი კომპანიებში წილებსაც ფლობენ და 4-5 წელიწადში  რამდენიმე მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. წლების შემდეგ სპეციალისტები ახალ შეთანხმებებს დებენ კომპანიებთან და კონტაქტების ე.წ. აფდეითს ახდენენ.

Google-ის თანამშრომელი ენტონი ლევანდოვკი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში კომპანიაში 2007 წლიდან მუშაობდა, Uber-ში გადასვლამდე 120 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ასე რომ აშშ-ში ხელფასები დიდი სისწრაფით იზრდება.

რატომ იზრდება ხელფასი?

ხელფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ავტოინდუსტრია „სილიკონ ველის“ კონკურენციას უწევს. Google-სა და Facebook-ს ბევრი ფული აქვთ, ასევე პრობლემებიც და კომპანიები მის მოგვარებას ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ცდილობენ. მაგალითად, სმარტფონებისთვის და გაჯეტებისთვის ციფრულ „ასისტენტის” შექმნით.

უპირველეს ყოვლისა, შრომით ბაზარზე სპეციალისტების დეფიციტი შეინიშნება. კვლევის მიხედვით, აღნიშნულ სფეროში მთელს მსოფლიოში 10 000-მდე სპეციალისტია.

სად ეძებენ ტექნოლოგიური კომპანიები ნიჭიერ ადამიანებს

ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებს სამეცნიერო წრეებში ეძებენ. ამის გამო, მათ პროფესორების რაოდენობა, რომლებიც ტექნოლოგიას ასწავლიდნენ, შემცირდა, რადგან ისინი სხვადასხვა კომპანიამ  სამსახურში აიყვანეს.

2015 წელს Uber-მა უპილოტო მობილების შესაქმნელად კარნეგი მელონის უნივერსიტეტიდან 40 პროფესორი დაიქირავა. სტანფორდის უნივერსიტეტის საუკეთესო მკვლევარმა საქმიანობა ინდუსტრიულ სფეროში გააგრძელა. ტექნოგიგანტებმა ასევე ხელოვნური ინტელექტის სფეროს 5 პროფესორი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან წამოიყვანეს. მაგალითად, ვაშინგტონის უნივერსიტეტის თანამშრომელმა ლუკ ზეტმოიერმა სიეტლში Google-ის ლაბორატორიაში მუშაობაზე და 3-ჯერ უფრო მეტ ხელფასზე უარი თქვა.

ახალი ინჟინრების ყურადღების მისაქცევად, Google-მა და Facebook-მა თანამშრომლების გადასამზადებელი გაკვეთილებიც შექმნეს. ისინი მათემატიკას კარგად უნდა ფლობდნენ, მათ ასევე უპილოტო სატრანსპორტო საშუალებების, რობოტიკისა და ჯანდაცვის სფეროს ცოდნა ევალებათ.

Google-მა, Facebook-მა და Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიები ტორონტოსა და მონრეალში გახსნეს. Google-ი და Microsoft-ი სპეციალისტებს ჩინეთშიც ეძებენ.

 

თარიღი: 2018/07/26