რა უარყოფითი ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ „სტარტაპის“ დაწყებამდე
დიდ პროექტზე მუშაობისას საქმისადმი პესიმისტური დამოკიდებულება არავის მოსწონს, თუმცა ხანდახან უკეთესია წინასწარ ვიფიქროთ ცუდ შედეგზე, ვიდრე მაშინ როდესაც წარუმატებლობას განვიცდით.

კვლევების მიხედვით, ტექნოლოგიური სტარტაპების 70 % წარმატებას ვერ აღწევს. თქვენმა გუნდმა დასაწყისიდანვე უნდა იცოდეს, რომ საქმე შესაძლოა არ აეწყოს და როგორ შეიძლება მარცხი თავიდან იქნეს აცილებული. სტარტაპების წარუმატებლობის მიზეზი ბაზარზე მოთხოვნის ნაკლებობა, ფულის არარსებობა, წარუმატებელი გუნდი ან არაკონკურენტულობაა.

ხანდახან მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ თქვენი პროდუქტი არასანდო, ან ძვირია. გუნდის წევრებთან წარუმატებლობის ყველა სავარაუდო ვარიანტი განიხილეთ.

რა მოხდება თუ დედლაინამდესაქმეს ვერ მოვასწრებთ?

ყველა პროექტს დედლაინი აქვს. მარკეტინგული კამპანია კვირის ბოლოს უნდა ჩაეშვას, პროდუქტის საიტი თვის ბოლოს, ახალი პროდუქტის ხაზი 3 თვეში და ა.შ. განიხილეთ რა მოხდება თუ ამ ყველაფერს დედლაინამდე ვერ მოასწრებთ და როგორ აუხსნით ამ ყველაფერს მთავარი პროექტის მონაწილეებსა და კლიენტებს?

რა ხდება თუ თქვენს პროდუქტს არავინ ყიდულობს?

1985 წელს „კოკა-კოლამ“ კონკურენტის, „პეპსის“ ჩამოშორება სცადა და „ახალი კოლა“ გამოუშვა, რომელსაც „პეპსის“ მსგავსი გემო ჰქონდა... კლიენტებს „ახალი კოლა“ შესძულდათ. მოგვიანებით, „კოკა-კოლას“ ყოფილმა ოპერაციების მთავარმა ოფიცერმა, დონალდ კეოფმა თქვა ცნობილი სიტყვები: „კრიტიკოსები იტყვიან, რომ „კოკა-კოლამ“ მარკეტინგული შეცდომა დაუშვა და ცინიკოსები კი იმას იტყვიან, რომ ჩვენ ყველამ პირი შევკარით, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ჩვენ არც  სულელები  ვართ და არც ისე ჭკვიანები“.რამდენიმე თვეში კომპანიამ ახალი სასმელის გამოშვება შეწყვიტა.

გიფიქრიათ, რა მოხდება თუ მომხმარებლებს თქვენი პროდუქტი არ მოეწონათ ან არ იყიდეს? გაქვთ გეგმა „ბ“?

რა მოხდება თუ თქვენი პროდუქტი მეტისმეტად ძვირია?

პირველი Tesla Roadster-ი 110 000 დოლარი ღირდა. ასეთი მაღალი ფასის გამო,  ის ამერიკელებისთვის ხელმისაწვდომი საერთოდ არ იყო. კომპანია თავიდან ელექტროავტომობილების პირველი ვერსიის სრულად გაყიდვას ვარაუდობდა, მაგრამ მოგვიანებით Tesla-მ მომხმარებლებს ხელმისაწვდომი ფასები შესთავაზა.

არის თქვენი კომპანია მზად მეტისმეტად ძვირი პროდუქტი გამოუშვას? - თუ კი, რა წარმატებას მიაღწევთ?

რა მოხდება თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე უკეთესია?

საუკეთესო მაგალითი iPhone-ია. Samsung-სა და სხვა კომპანიებს წლები დასჭირდათ  Apple-ს რომ დასწეოდნენ.

თქვენს გუნდს აქვს გეგმა თუ კონკურენტი სჯობნის? ერთხელაც კითხვებზე პასუხებს იპოვით და ცუდი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად შეძლებთ სამოქმედო გეგმა შეიმუშაოთ.

 

თარიღი: 2018/07/26