"არ დაგვიძახეს" - როგორ ვაიძულოთ კომპანიებს, დაგვპატიჟონ მნიშვნელოვან შეხვედრებზე?
როდესაც კორპორატიული კულტურა დიდი რაოდენობით შეხვედრებით ხასიათდება, ჩვენ ხშირად ვცდილობთ, რომ მათგან გაქცევის გზა მოვძებნთ. მაგრამ ზოგჯერ ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რადგან იქ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენზე ან თქვენს გუნდზე, ამასთანავე, თქვენ შესაძლოა არაკომფორტულად იგრძნოთ თავი იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვან დისკუსიაში მონაწილეობას არ მიგაღებინებენ. მიუხედავად იმისა, თქვენ განზრახ არ მიგიწვიეს თუ შემთხვევით, გთავაზობთ საშუალებებს, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში მაგიდაზე თქვენს ადგილს უზრუნველყოფენ.

დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

  • ამ საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებთ?
  • შეხვედრის შედეგს ექნება თუ არა მნიშვნეოვანი გავლენა თქვენზე ან თქვენს გუნდზე?
  •  შეგიძიათ გაუზიაროთ სხვებს მათთვის უცნობი ინფორმაცია ან ცოდნა?
  • გაქვთ თუ არა განსახილველ პრობლემასთან დაკავშირებით განსხსვავებული ხედვა?
  • თუ რომელიმე შეკითხვას დადებითად უპასუხეთ, მაშინ დაიწყეთ იმის გარკვევა, თუ რატომ არ მიგიწვიეს შეხვედრაზე.
 

გააანალიზეთ თქვენი მნიშვნელობა

თქვენი ღირებულება არის ის, რაც მაგიდასთან თქვენი მუდმივი ადგილის გარანტიას იძლევა. თუ შეხვედრის ორგანიზატორი არ გიწვევთ, მას ალბათ არ ესმის, თუ რა შეიძლება შეცვალოს თქვენმა იქ ყოფნამ. ჰკითხეთ საკუთარ თავს-რა უნიკალური წვლილის შეტანა შეგიძლიათ დისკუსიაში და როგორ შეიგიძლიათ დაეხმაროთ გუნდის წევრებს შეხვედრის მიზნის მიღწევაში.

შეაფასეთ თქვენი ქცევა

შესაძლოა, სხვებს არ მოსწონდეთ თქვენი საქციელი და სწორედ ეს იყოს თქვენი არმიწვევის მიზეზი. თუ შეხვედრაზე არ მიგიწვევენ, სთხოვეთ კოლეგებს რომ გაგიზიარონ, თუ რას  ფიქრობენ თქვენი კომუნიკაციის სტილზე და რა უნდა შეცვალოთ იმისთვის, რომ მათ უკეთ გაიგონ და გაითვალისწინონ თქვენი იდეები. ეს დაგეხმარებათ სხვისი მხრიდან, უფრო ობიექტურად აღიქვათ თქვენი ქცევა.  სასურველია, რომ ყურადღებით მოუსმინოთ კოლეგებს და მათთან ერთად ეძებოთ პრბლემის გადაჭრის გზა.

გამოიყენეთ სწორი სტრატეგია

თუ გსურთ, რომ მომდევნო შეხვედრაზე მიგიწვიონ, ამისთვის სიტუაციის მიხედვით შესაბამისი სტრატეგიები გამოიყენეთ. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ტიპიური ბარიერების გადალახვაში დაგეხმარებათ.

თუ თქვენი უფროსი ხელმძღვანელობს ყველა შეხვედრას, თქვენ კი არ გიწვევთ, მაშინ:

  • ესაუბრეთ თქვენს უფროსს თქვენს სამუშაო ინტერესებსა და მიზნებზე;
  • უშუალოდ აუხსენით რატომ ხართ დაიანტერესებული შეხვედრაზე დასწრებით და თქვენ რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ პროცესში;
  •  ჰკითხეთ მას, თუ არსებობს რაიმე პროექტი, რომელზეც მუშაობას შეძლებთ და რაც ასევე დაგეხმარებათ, რომ საკონსულტაციო ჯგუფის ნაწილი გახდეთ;
  • თუ თქვენი უფროსი თანახმაა, რომ თქვენ მომდევნო შეხვედრას დაესწროთ, ნუ მოგერიდებათ, რომ ჰკითხოთ, მაგალითად: „თქვენი აზრით, სასურველი იქნება თუ არა, შეხვედრაზე ანალიზის შედეგების კონკურენტული უპირატსობის განხილვა?“
 

 

 

თარიღი: 2018/07/27