55 მილიარდი ან არაფერი - ილონ მასკის რადიკალური გადაწყვეტილება თუ კარგი პიარი 
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორისთვის, ილონ მასკისთვის შექმნილმა ახალმა საკომპენსაციო სისტემამ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მილიარდელის მხარდამჭერებმა გადაწყველტილებას „რადიკალური“ და „გაბედული“ უწოდეს, ხოლო სხვები ფიქრობენ, რიმ ეს უბრალოდ კარგი პიარია.

კონტრაქტის სტრუქტურა 10 წელზეა გათვლილი. მასკის ანაღაურება კი 12 ტრანშადაა დაყოფილი, რომელთაგან თითოეული Tesla-ს აქციების 1%-ს უტოლდება. ილონ მასკმა პირველი ტრანშის მისაღებად 2028 წლისთვის უნდა მოახერხოს, რომ კომპანიის საბაზრო ღირებულება 100 მილიარდ დოლარს აღემატებოდეს (ამჟამად $50მილიარდია), წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერაფერს მიიღებს. სისტემის მიხედვით კი შემდეგ მიზნებად $150მლრ, $200მლრ... ბოლოს კი $650 მილიარდი სახელდება. მხოლოდ ამ კონტრაქტის შესრულების შემთხვევაში მიიღებს მასკი Tesla-ს 55 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის ვერც კომპენსაციას, ვერც ხელფას და ვერც ფულად პრემიას მიიღებს.

რა გაკვეთილი შეიძლება მიიღონ სხვა კომპანიებმა მასკის სქემით?

კომპანიის გამოცდილი მენეჯერისთვის წილის შესაძლო გადაცემა მისთვის დიდი სტიმული იქნება, რათა მისი მოქმედება  ღირებული პროდუქციის  წარმოებასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე იყოს გათვლილი. თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ ინოვაციურ სფეროში საუკეთესო იდეები, როგორც წესი, უმარტივესია. იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც საქმე ხელმძღვანელის ხელფასს ეხება.

თარიღი: 2018/07/27