როგორ გამოვიყენოთ ფანების გვერდები?
რეკლამის მსოფლიო ფედერაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო, გაერკვია სოციალურ ქსელში ფანების გვერდები ბრენდების პოზიციას როგორ აძლიერებდა და რა მოითხოვდა მათ ოპტიმიზაციას.

კვლევაში პირველ ეტაპზე მონაწილება მულტინაციონალური კომპანიის 24 მარკეტერმა მიიღო, მეორე ეტაპზე კი 24 სხვადასხვა ბრენდის გვერდის ფანები გამოკითხა. ისინი სხვადასხვა ინდუსტრიული სფეროებიდან გლობალურად ცნობილი გვერდები (საკონდიტრო ნაწარმის, ალკოჰოლის, არაალკოჰოლური სასმელის, ჰიგიენური პროდუქტისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიის) იყო.

ბუნებრივია, ეს კვლევა თუ როგორ უნდა გამოიყენონ ბრენდებმა ფანების გვერდები უნივერსალურ სიმართლეს არ იძლევა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია დიდ გზაზე, რომელიც საინტერესო აღმოჩენებსა და ფაქტებს გვაჩვენებს. ასევე ის საშუალებას გვაძლევს გავაღრმაოთ და გავაფრთოვოთ ჩვენი შეხედულებები.

ეტაპი 1 - მარკეტერებთან კომუნიკაციის დასკვნა

სოციალური მედია სწრაფად მზარდი სფეროა: თითქმის ყველა მარკეტერი (96 %) ელოდება, რომ მომდევნო ერთ წელიწადში სოციალური მედიის ფასები გაიზრდება. მარკეტერებისთვის „ფანის მნიშვნელობა“ სულ სხვა რამეს ნიშნავს. რეკლამის მსოფლიო ფედერაციის წევრებს ესმით, რომ ფანების გვერდები მომხმარებლების მონაცემთა ბაზებს მოიცავს. ფანების გვერდები ბრენდებით დაინტერესებისთვის იქმნება.

ეტაპი 2 - მეთოდოლოგია

იმისთვის, რომ გასაგები ყოფილიყო, თუ რის მიღწევა სურთ მარკეტერებს, მეორე ეტაპის კვლევაც - ბრენდების ფანებთან კომუნიკაცია ჩატარდა. კვლევაში მონაწილე 24 გლობალური ბრენდის ფანებს დაუსვეს. კვლევა სპეციალური ინდექსის, FanIndex-ის მიხედვით შეფასდა. ფანებს ჰკითხეს ბრენდის შესახებ, თუ რატომ მოსწონდათ, ხშირად სტუმრობდნენ თუ არა გვერდს, კითხულობდნენ თუ არა ახალ „ნიუსფიდებს“ და ა.შ.

ეტაპი - 3 ფანებთან კომუნიკაციის შედეგები

ფანების ნაწილისთვის გვერდი მნიშვნელოვანია. ბრენდები, რომლებიც ახალ ინფორმაციას ხშირად ათავსებენ, უფრო აქტიურები ჩანან და ფანებსაც ახალი ინფორმაციის გაგება მოსწონთ. გვერდის „ჯანმრთელობის“ შესახებ დასკვნა 5 ფაქტორის მიხედვით შეიძლება დადგინდეს: რეგულარული პოსტებით, ბრენდის სანდო ახალი ამბავით, ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციით, კონკურსებითა და სპეციალური შეფასებებით. გვერდმა ასევე მომხმარებლებს, ფანებს შეიძლება გასართობი, მრავალფეროვანი და ინოვაციური აქტივობები შესთავაზოს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უნივერსალური მეთოდი არ არსებობს. ბევრი ბრენდისთვის ყველა ამ ფაქტორის გაანალიზება შეიძლება რთული ამოცანა აღმოჩნდეს.

თარიღი: 2019/04/15