რატომ დაეცა ფეისბუქის კაპიტალიზაცია 23%-ით
მიმდინარე წლის 30 ივნისს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, ფეისბუქის აქციები დაახლოებით 23%-ით დაეცა.

მართალია, კომპანია მოგებას ინარჩუნებს და მომხმარებელთა რაოდენობაც იზრდება, მაგრამ ზრდის ტემპი უფრო ნელია, ვიდრე ინვესტორები მოელოდნენ.

Facebook-ისთვის მომხმარებლები მთავრი პროდუქტია. კომპანიის მთლიანი კაპიტალიზაცია მომხმარებლები, რეკლამა და ინვესტიციაა.

ევროპაში Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობამ (377 მილიონიდან 376 მილიონამდე) იკლო. ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში მომხმარებელთა რაოდენობის ძალიან ცოტა ზრდამ კომპანიის შემოსავლებზე შესაბამისი ასახვა ჰპოვა.

ამასთან, მარტში Cambridge Analytica-ს სკანდალურმა მასალებმა კომპანიის შემოსავალს დიდი ზარალი მიაყენა. აშშ-ის სენატში Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ვიზიტის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 4.5%-ით გაიზარდა და დაკარგული 13 მილიარდიდან 2.8 მილიარდი დოლარი უკან დაიბრუნა.

კონკურენცია

სოციალური ქსელის განვითარებას ხელი წარუმატებელმა ინტერფეისმა შეუშალა. ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა პანორამული ვიდეო და ვირტუალური რეალობა ქსელში ფართოდ არ გამოიყენებოდა.

ამჟამინდელი ინტერფეისი ჯერკიდევ მოუხერხებელია ბიზნესისთვის და სპეციალური ვერსია ვაჭრობისთვის შემუშავებული არ არის. ასევე, ახალი პოსტები არ ჩანს, უფრო ძველია თვალში მოსახვედრი.

მარკ ცუკერბერგმა პირობა დადო, რომ ქსელის კონცეფციას მიჰყვებოდა და მომხმარებლები ახლო მეგობრების უფრო მეტ პოსტს ნახავდნენ, ვიდრე კომპანიის პოპულარული მესიჯებს, რომელთანაც მომხმარებლები ნაკლებად ურთიერთობენ. აღნიშნულმა გავლენა იქონია შემოსავალსა და კომპანიის წილებზე.  ქსელის სარეკლამო პოტენციალი შემცირდა.

მიუხედავად კაპიტალიზაციის მნიშვნელოვანი ვარდნისა, Facebook-ს სოციალურ ქსელში ალტერნატივა არ ჰყავს. მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა Facebook-ს იყენებს. კომპანიას კონკურენციას მხოლოდ messenger-ი უწევს.

Bloomberg-ის შეფასებით, წელს მომხდარი Facebook-ის კაპიტალიზაციის ვარდნა მასშტაბური იყო, რომელიც შეიძლება სხვა კომპანიების დიდ ვარდნებს შევადაროთ, მაგალითად,  2000 წელს Intel-მა 91 მილიარდი დოლარი დაკარგა, Microsoft-მა 77 მილიარდი დოლარი, Apple-მა კი 2013 წელს 60 მილიარდი დოლარი.

 

ავტორი:
თარიღი: 2018/07/28