როგორ დავუმეგობრდეთ ახალ კოლეგებს, თუ ინტროვერტები ვართ
ახალი სამსახური ადამიანს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ერთი მხრივ, ახალი ეტაპი კარიერულ სვლაში სიხარულს აღძრავს, მაგრამ მეორე მხრივ - გარკვეულ უხერხულობასაც ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინტროვერტი ხართ.

როგორ დავუმეგობრდეთ კოლეგებს? - რამდენიმე რჩევა მას, ვისაც უცხო ადამიანებთან ურთიერთობის შიში აქვს

 დააკვირდით სიტუაციას

ახალი გარემოცვა, ახალი ადამიანები, ვალდებულებები და განრიგი - ინტროვერტებისთვის ეს ძალიან ბევრია. ამიტომ მეგობრების შეძენაში სიჩქარის გამოჩენა მეტ უხერხულობას ქმნის. პირველ რიგში მნიშვნელოვანია გარემოს მორგება. ამისთვის კი მარტივი მოქმედების შესრულებაა აუცილებელი. უბრალოდ, დააკვირდით კოლეგების ქმედებას. მოუსმინეთ, რაზე საუბრობენ შესვენებებზე, ეს გაგიადვილებთ გარკვევას, ვისთან დაახლოებას ისურვებდით პირველ ეტაპზე. ძალიან ბუნებრივად უნდა წარიმართოს დაკვირვების პროცესიც. უბრალოდ უნდა აკეთოთ ის, რაც თქვენს მოვალეობებში შედის. დიალოგებს კი თქვენი აზრის გამოთქმის გარეშე უსმინოთ.

 დაიწყეთ მცირედით

დაიწყეთ უბრალო საუბრით, შემდეგ კი გადადით ინდივიდუალურ შეხვედრებზე, მაგალითად, ერთად მიირთვით ყავა ან ისადილეთ. ამისთვის კი ერთი მარტივი კითხვის დასმაა საჭირო. მაგალითად, შეიძლება იკითხოთ, სად შეიძლება გემრიელად ისადილოთ. დიდი ალბათობით, კოლეგა ერთად წასვლას შემოგთავაზებთ. და რადგან ინტროვერტებისთვის უჩვეულოა ერთდროულად რამდენიმე ადამიანთან საუბარი, სჯობს ეს პროცესები ინდივიდუალურად წარმართოთ.

მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო კამპანია

ხშირად ხდება, რომ ორგანიზაციებში ცალკეული ადამიანები ინტერესების მიხედვით ერთიანდებიან და გარკვეულ ჯგუფებს ქმნიან. მათ აქვთ შეკრების ადგილებიც, სადაც მათთვის საინტერესო თემებზე საუბრობენ. მოძებნეთ ასეთი ჯგუფები, შეუსაბამეთ თქვენს ინტერესს, ჰკითხეთ, სად ატარებენ თავისუფალ დროს და თქვენც შეუერთდით. თუ არსებობს რაიმე ტიპის კლუბები, გაწევრიანდით. Fundera-ს  კონტენტ-მარკენტინგის სპეციალისტი, ნიკოლას სტრაუტი სამსახურში აყვანის პირველ დღეებს იხსენებს. ამბობს, რომ კოლეგებს მას შემდეგ დაუმეგობრდა, რაც სირბილის მოყვარულთა კლუბის წევრი გახდა. მათთან საერთო ინტერესმა გააერთიანა.  

იყავით ის, რაც ხართ - აჩვენეთ კოლეგებს თქვენი საუკეთესო მხარეები

 გახსოვდეთ, რომ თქვენ ჭკვიანი, სასიამოვნო, კარგი ადამიანი ხართ, რომელიც აუცილებლად მოეწონება კოლეგებს. უბრალოდ, იყავით ის, ვინც ხართ. აჩვენეთ თქვენს კოლეგებს თქვენი დადებითი მხარეები. მოუყევით თქვენს ინტერესებზე. იყავით მეგობრული, ღიმილიანი. განსაკუთრებით პირველ დღეებში. ვინც არ უნდა მოგმართოთ, არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებელია მასზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა. ასე იწყება ურთიერთობები, რომელიც დროთა განმავლობაში მყრადება  და საბოლოოდ,  მეგობრობაში იზრდება.

თარიღი: 2018/07/29