მყიდველის ტიპები, რომელთა შესწავლაც ეფექტურ კომუნიკაციაში დაგეხმარებათ
თანამედროვე მყიდველები, როგორც ცნობილია, ხშრიად ხდებიან ხოლმე რეკლამის „მსხვერპლნი“. განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რა გავნლენა აქვს მომხმარებლებზე სხვადასხვა სარეკლამო არხს. აღსანიშნავია, რომ მობილური ტელეფონები, მაღაზიები და ინტერნეტი სამომხმარებლო საქონლის შეძენის ყველაზე პოპულარული გზებია.

 „მრავალარხიანი მყიდველების“ ქცევაა სამი ძირითადი მახასიათებლით განისაზღვრა:

  • პროდუქტის კატეგორია (დასავლეთში 20 კატეგორია გამოიყო);
  • თავად მყიდველი;
  • შეძენის პროცესში გამოყენებული საკომუნიკაციო გზები.
 

კვლევის ავტორები თავად განსაზღვრავდნენ, თუ ვინ იყვნენ „მრავალარხიანი მყიდველები“, როგორ უნდა მოეხდინათ მათი კლასიფიცირება, როგორ განსხვავდებოდა მათი ქცევა პროდუქტის სხვადასხვა კატეგორიაში და რა ახდენს გავლენას კონკრეტულ არხზე საქონლის შეძენის პროცესზე...

კვლევამ გამოავლინა მყიდველთა 6 ტიპი, რომელთა შესწავლაც გამყიდველებს სამომავლოდ მომხმარებლებთან უფრო ეფექტური ურთიერთკავშირის საშუალებას მისცემს:

ეკონიმიური მყიდველები -ისინი ძირითადად სპეციალური შეთავაზებებისა და ფასდაკლებების მახეებს არ ეგებიან. ბრენდების შეძენას ურჩევნიათ იყიდონ უფრო მეტი, მაგრამ იაფად. მათი ბიუჯეტი მკაცრად შეზღუდულია და შეძენამდე ზედმიწევნით შეისწავლიან ხოლმე პროდუქტს...

ფასზე მოტივირებული -მარტივი მისახვედრია, რომ მათთვის პროდუქციის შერჩევისა და ყიდვის გადაწყვეტილებების მიღებისას გადამწყვეტი კრიტერიუმი ფასია. როგორც წესი, ისინი გულგრილები არიან ბრენდების მიმართ.

ხარისხის მიმდევრები -მათი საყვარელი ბრენდის ერთგული მომხმარებლები არიან და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ხარისხზე. კარგად არიან ინფორმირებულები საყიდლებზე და არასდროს მიდიან კომპრომისზე.

აქტიური მყიდდველები ზომიერების ფარგლებში -არ ენანებათ თანხა საყიდლებზე და ექსპერიმენტებზე. ეძებენ სიახლეებს, მისდევენ უახლეს ტენდენციებს  და მოდური ბრენდის ყიდვისას დიდ სიამოვნებას განიცდიან.

თავგადასავლების მოყვარულები -ყოველთვის მზად არიან საყიდლებზე წასასვლელად. განსაკუთრებით ეძებენ ხელსაყრელ შეთავაზებებს და  იმპულსურ მყიდველებად ითვლებიან.

ეფექტური სპრინტერები (მოკლე დისტანციაზე მორბენალი)-მკაცრად მისდევს წინასწარ მომზადებულ სპეციფიკურ მიზანს. ზოგავს დროს და საყიდლებზე განსაკუთრებით აფასებს კომფორტს. წარმოადგენენ ფრაგმენტულ მყდველებს.

შესყიდვის გზების შერჩევისას, მრავალარხოვანი მყიდველები ძირითადად ორი კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ: რისკითა და დაბრუნების შესაძლებლობით. ამ შემთხვევაში, შეძენის ალბათობა სხვადასხვა არხის გამოყენებასთან ერთად იზრდება.

 

თარიღი: 2019/07/09