ქროს-მარკეტინგი - ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმა
ქროს-მარკეტინგი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმაა, რომლის დროსაც რამდენიმე კომპანია ერთობლივად ახორციელებს კომპლექტური საქონლის რეკლამირებასა და ორხმრივ პიარს. ის გამოიყენება მაშინ, როდესაც საჭიროა კლიენტთა ბაზის გაფართოება, გაყიდვების, ბრენდის ლოიალურობისა და კონტროლის გაზრდა.

ქროს-მარკეტინგი მარტივად მუშაობს: რამდენიმე კომპანია, რომლის სამიზნე აუდიტორიაც ერთმანეთთან თანხვედრაშია, ერთმანეთს პროდუქციის გაყიდვაში ეხმარებიან. ამის შედეგად კი, მარკეტინგის ხარჯები ოპტიმიზდება. შეიძლება ითქვას, რომ ქროს-მარკეტინგი სხვა საშუალებებზე გაცილებით ეფექტურია.

ქროს-მარკეტინგის სახეებია:

ტაქტიკური ქროს-მარკეტინგი -ეს არის ორი ან რამდენიმე კომპანიის მოკლევადიანი-ერთჯერადი თანამშრომლობა, რომლის მთავარი იდეაც პროდუქტის ერთად რეკლამირებაა. მაგალითად, შესაძლოა ერთმა კომპანიამ მისი პროდუქტის გაყიდვისთვის ხელშესაწყობად უამრავი პარტნიორი მიიწვიოს, რომლებმაც შემდეგ მისი პროდუქტის გავრცელებას ხელი Instagram-ზე გაპიარებით შეუწყონ...

სტრატეგიული ქროს-მარკეტინგი -გრძელვადიან თანამშრომლობას მოითხოვს და მიზნად რიგი პრობლემების მოგვარებას ისახავს. ქროს-მარკეტინგის ამ სახეში, ძირითადად, ორი ან სამი ბრენდია გაერთიანებული, რომელთა მთავარი მიზანიც პროდუქციის გაყიდვების ერთობლივი ხელშეწყობაა.

ქროს-კულტურული მარკეტინგი -ის შეიძლება იყოს როოგორც ტაქტიკური, ისე სტრატეიული. წინა ორი ტიპისგან კი იმით განსხვავდება, რომ პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნის კომპანიები ან ბრენდები ხდებიან.

ქროს-მარკეტინგის უპირატესობებია:

  • ხარჯების ოპტიმატიზაცია;
  • სამიზნე აუდიტორიის რეიტინგისა და ლოიალრობის გაზრდა;
  • სწრაფი შედეგი;
  • მაღალეფექტურობა.
როგორ მოვძებნოთ პარტნიორები

ქროს-მარკეტინგში შესაბამისი პარტნიორების არჩევა წარმატების მთავარი გარანტიაა. ამიტომ კარგად დაფიქრდით ამ საკითხზე. მაგალითად, თუ თქვენ მხოლოდ ველოსიპედებს აწარმოებთ, სასურველი იქნება თუ ჩაფხუტების, ან სხვა სპორტული აღჭურვილობის დამცავების მწარმოებელთან ითანამშრომლებთ...

ქროს-მარკეტინგის პარტნიორის არჩევისას რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ. დარწმუნდით, რომ:

  • თქვენი და თქვენი პარტნიორის პროდუქტები ბაზარზე ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ;
  • თქვენი და თქვენი პარტნიორის პროდუქტი მსგავსი ფასების სეგმენტში იყოს;
  • პროდუქცია ერთმანეთს ავსებდეს;
  • სამიზნე აუდიტორია გადაიკვეთოს.
დაფიქრდით იმაზე, თუ რომელი კომპანია აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეთ მას პარტნიორობა. პარტნიორთან თანამშრომლობისას რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან გამოიყენეთ ის, რომელსაც თქვენი პარტნიორი დათანხმდება და  თქვენთვისაც მოსახერხებელი იქნება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ:

  • პრომო-ქმედებების განხორციელება;
  •  ერთობლივი რეკლამის შეკვეთა;
  • თანაწარმოება;
  • ლოიალურობის პროგრამის განვითარება.
 

თარიღი: 2018/08/01