როგორ ავიმაღლოთ გონებრივი ამტანობა
მორალური მდგრადობა არის უნარი შეწირო ყველაფერი საქმეს, გადააბიჯო საკუთარ თავს, გაუმკლავდე ტრავმას და ითამაშო არამომგებიანი როლი. ეს მაშინ როდესაც საკუთარ ინტერესებზე წინ გუნდისას დააყენებ. მორალურ სიმტკიცეზე საუბარი ადვილია, თუმცა მისი შესრულება კი რთული. მაგალითად, 10 ათლეტიდან მხოლოდ ერთია მორალურად მდგრადი.

გააკონტროლეთ საკუთარი თავი, თორემ ის გაგაკონტროლებთ

თუ გსურთ გონებრივი მდგრადობა გაიუმჯობესოთ, თქვენს გონებას „გადაპროგრამება“ სჭირდება. გააკონტროლეთ თავი, წონასწორობა შეინარჩუნეთ. ამას თუ რამდენჯერმე გააკეთებთ, ჩვევად გექცევათ.

Business Post-ი მეთოდებს გთავაზობთ, რომელიც რთული სიტუაციიდან თავს ადვილად დააღწევაში დაგეხმარებათ:

1.იყავით პოზიტიური

საკუთარი თავის კრიტიკისა და ლანძღვის ნაცვლად, თქვენში  პოზიტივი იპოვეთ.

2.ფოკუსირება მხოლოდ იმაზე გააკეთეთ, რასაც აკონტროლებთ

დროს უმნიშვნელო საკითხებზე ფიქრით თავს ნუ დაიღლით. იფიქრეთ მნიშვნელოვანზე.

3.შეინარჩუნეთ მყარი ემოციური ფონი

ივარჯიშეთ თუ როგორ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, როდესაც უსიამოვნება შეგხვდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი მდგრადი ემოციური მიდგომა დაგეხმარებათ.

4.ისიამოვნეთ მნიშვნელოვანი მომენტებით

ყველას აქვს სასიამოვნო წუთები ასე, რომ დატკბით და არასასიამოვნო ფიქრები თავიდან ამოიგდეთ.

5.ცუდი დაივიწყეთ

თუ თქვენი წინა გამოცდილება წარუმატებელი იყო, ის უნდა დაივიწყოთ და კონცენტრაცია მომავალ სიტუაციაზე მოახდინოთ.

6.ნუ დაელოდებით ხელსაყრელ დროს

ცხოვრება მეორე შანს არ იძლევა ამიტომ, როდესაც შანსი გეძლევათ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ნუ იფიქრებთ, რომ ისევ შეძლებთ რაღაცის გაკეთებას. გასაკეთებელი დღეს გააკეთეთ!

 

 

 

თარიღი: 2018/08/02