STARBUCKS-ი ALIBABA-თან ერთად ყავის ადგილზე მიტანის სერვისზე მუშაობს
Starbucks-ი ტექნოგიგანტთან, Alibaba-თან ერთად ყავის ადგილზე მიტანის სერვისზე მუშაობს. ყავის კომპანიას სურს, რომ ჩინეთში კლიენტებმა ნებისმიერ დროსა და ადგილას Starbucks-ის ყავა მიირთვას.

Starbucks-ის ყავა და სხვა პროდუქტი Alibaba-ს გასტრონომიულ მაღაზიებშიც ხელმისაწვდომი იქნება. მომხმარებლები თანხას  ჩინური კომპანიის საგადასახადო პლატფორმაზე Alipay-ზე გადაიხდიან.

ყავის მიტანის სერვისი პირველ ეტაპზე პეკინსა და შანხაიში იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ Starbucks-ი გეგმავს, რომ მომხმარებლები ყავის მირთმევას წლის ბოლოსთვის ჩინეთის 2 000 მაღაზიაში შეძლებენ.

 

თარიღი: 2018/08/03