საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ ივლისში მილიონს გადააჭარბა
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განაცხადებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 10.5 პროცენტია. 

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1 039 027 ვიზიტი შედგა. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა კი, 845 588-ს გადააჭარბა. ამ მონაცემში  ზრდა 10.7 პროცენტია.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა.

ამ პერიოდში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1 მილიარდ 661 ათას აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე305 მილიონი აშშ დოლარით მეტია. 

თარიღი: 2018/08/05