8 წესი იმისთვის, რომ ყველაფერი უკეთესად გააკეთოთ
1.სტრესი + დასვენება = სიმაღლეს 

თუკი გსურთ განავითაროთ ან შეიძინოთ გარკვეული უნარი, არსებული შესაძლებლობების საზღვრებს უნდა გასცდეთ და თქვენი სამუშაო და დასვენება ერთმანეთთან შერწყმული იყოს. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევაში უფრო ძლიერი, სწრაფი, ჭკვიანი და კრეატიული გახდებით. 

2.ფოკუსირდი პროცესზე და არა შედეგზე

საუკეთესო სპორტსმენები და მეწარმეები არ ფოკუსირდებიან გრძელვადიან შედეგზე. ისინი აქცენტს აკეთებენ პროცესზე. მაგალითად, დიდი სპორტსმენები ტურნირის მსვლელობისას არასდროს ფიქრობენ მის მოგებაზე, არამედ ყოველთვის კონკრეტული შეხვედრის მოგებაზე კონცენტრირდებიან. წაგებისა ან გამარჯვების შემთხვევაშიც ისინი განიხილავენ პროცესს და არა შედეგს. თუკი ენერგეტიკას მიმართავთ იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ, პროდუქტიულობა გაიზრდება. 

3.იყავი მოკრძალებული

თავმდაბლობა განვითარების გასაღებია. თუკი არ იქნებით ობიექტური, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ ეს სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეზღუდავს. საუკეთესო სპორტსმენები ენდობიან თავიანთ საწვრთნელ პროგრამას, მაგრამ ამავდროულად მუდმივად ეძებენ თვითგანვითარების ახალ გზებს. იგივე ხდება დიდი მოაზროვნეებისა და შემოქმედებითი ადამიანების შემთხვევაშიც. ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში, მაგრამ არ არიან ამპარტავნები. საკუთარ თავზე არსებული გადაჭარბებული წარმოდგენა განვითარებასა და წინსვლას აფერხებს. 

4.შენ ხარ ის ადამიანები, რომლებიც შენ გარშემო არიან

არსებობს ძველი გამოთქმა, რომ თქვენ ხართ ისეთივე, როგორებიც ის ადამიანები, რომლებიც თქვენ გარშემო არიან. მეცნიერები ამბობენ, რომ მოტივაცია გადამდებია. თუ თქვენ გვერდით გყავთ მოტივირებული ადამიანები, რომელიც სიყვარულსა და პოზიტივს გამოსცემენ, თქვენც ასეთივე ხართ, ხოლო თუ თქვენ გვერდით არიან ნეგატიური ენერგიის მატარებელი ადამიანები, თქვენი პროდუქტიულობაც მცირდება. 

5.გააკეთეთ მცირედი, დიდ შედეგების მისაღწევად ხანგრძლივი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ

ჩვევები თავისით ვითარდება. თუკი მნიშვნელოვანი ცვლილებები გსურთ, ის დაუყონებლივ უნდა გააკეთოთ. ყოყმანის დაწყების შემთხვევაში შანს დაკარგავთ. გაზარდეთ დატვირთვა თანდათანობით. რისი გაკეთებაც ერთი გუშინ რთული იყო, დღეს ბევრად უფრო ადვილად გამოგივათ. მცირე და გრძელვადიანი გამარჯვებები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია. 

6. იყავით მინიმალისტი, რადგან გახდეთ მაქსიმალისტი

ყველაფერში წარმატებული ვერ იქნებით, მუდმივად იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და ყურადღება და ძალისხმევა იქითკენ მიმართეთ. 

7.გააკეთეთ სირთულეები მარტივად

ნებისყოფის უნარი დიდი ძალაუფლებაა. თავშეკავება და თქვენი შინაგანი გაწონასწორებული სამყარო მოგცემთ შესაძლებლობას სირთულეები მარტივად გააკეთოთ. მაგალითად, თუკი დამოკიდებული ხართ სმარტფონზე, ამას ნუ შეხედავთ რთულად, უბრალოდ დადეთ ის მოშორებით. 

8.არ დაგავიწყდეთ გართობა

ერთი შეხედვით, ალბათ, ძალიან უცნაურად მოგეჩვენებათ, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელიც არ განიცდიდეს სიამოვნებას. მაგრამ ზოგი იმდენად შეპყრობილია განვითარებითა და პროგრესით, რომ ​ განსაკუთრებული მომენტებიც და გამარჯვებების დროს შესვენება და მისი აღნიშვნაც ავიწყდება. განმუხტვა არა მხოლოდ წარმატების შემდეგ არის საჭირო, არამედ მაშინაც, როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის. ასეთ დროს შესვენება, გართობა და სასიამოვნო მომენტების გახსენება ძალებს აღადგენს. 

 

თარიღი: 2019/05/01