დინების საწინააღმდეგოდ, ანუ 3 ნაბიჯი მიზნისკენ
ყველას ოცნება აქვს, მაგრამ ზოგიერთი ვერ ხვდება ამას და მიაჩნია, რომ არაფერზე ოცნებობენ. სინამდვილეში ყველა ადამიანს აქვს სურვილი ბედნიერების, წარმატებული სამსახურის, ოჯახური ბედნიერების და ა.შ.

ერთხელაც ოცნება რეალიზდება და მიზანი ხდება. რეალიზებული მიზანი მისაღწევად უფრო ადვილია. Business Post-ი მიზნის მისაღწევად 3 მნიშვნელოვან ნაბიჯს გთავაზობთ:

ნაბიჯი 1: ნაგავი თავიდან მოიშორეთ

მაგალითად, თუ წლების განმავლობაში გსურდათ ხელოვნების რომელიმე სფერო შეგესწავლათ, მაგრამ ვერ ახორციელებთ და დღევანდელ საქმეს ხვალისთვის დებთ. დანიშნეთ დედლაინი და დასახული მიზნის განხორციელება დროულად დაიწყეთ. თუ მაინც ვერ ახერხეთ, მაშინ ის წიგნები, რომელიც შესასწავლად შეიძინეთ გადაყარეთ, რადგან ნაგავია და ხელოვნებაზე ფიქრით ტყუილად დროს კარგავთ.

ნაბიჯი 2: მოიპოვეთ სასარგებლო ინფორმაცია

ეკლესიასტეში ნათქვამია, რომ მზის ქვეშ ახალი არაფერია. სისულელეა მხოლოდ იოცნებოთ და არ სცადოთ. მცდელობას შესაძლოა დაბრკოლებები უძღოდეს, მაგალითად აფრიკაში გსურთ წასვლა. აფრიკაში წასვლა ძვირი და საშიშია და ნორმალური ტურისტული კომპანიის ნახვაც რთულია, ამიტომ თუ ოჯახის წევრებს მოუყვებით, ისინი ეცდებიან, რომ გადაგათქმვინონ. ამ დროს თქვენ დაბრკოლებების გადალახვის მეთოდს გამოიყენებთ და საუბარს სხვანაირად დაიწყებთ, მაგალითად, აფრიკაში გინდოდათ წასვლა, ისინი ეცდებიან პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარონ.

ამასთან, როდესაც რამე კონკრეტულის გაკეთება გსურთ, მაგალითად, წიგნის დაწერა, თქვენ კონფერენციებს, ღონისძიებებსა და გამოფენებს უნდა დაესწროთ. უნდა მოხვდეთ მწერალთა წრეში, სადაც სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ. წაიკითხეთ წიგნები და დიდ ცოდნას შეიძენთ.

ნაბიჯი 3: დინების საწინააღმდეგოდ ცურვა

ნაპოლეონს ფენომენალური მახსოვრობა ჰქონდა, სტალინი დღეში 400 გვერდს კითხულობდა, სოკრატე ფიზიკური ვარჯიშით სხეულს გამუდმებით ღლიდა... რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო? ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ისინი ცდილობდნენ ყველაფერში პირველები ყოფილიყვნენ. ზოგიერთი იტყვის, რომ თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდათ, მაგრამ უდიდესი გამომგონებელი თომას ედისონი ამბობდა: „ნიჭი 1%-ია, შრომა კი 99 %“.

„სამწუხაროდ დაკავებული ვარ“, „დღეს დაღლილი ვარ“ და ა.შ. - უნდა გადალახოთ ეს დაბრკოლებები. ნელ-ნელა და ცოტ-ცოტა, მაგრამ საქმე რეგულარულად უნდა აკეთოთ.

სახლში იქნება თუ სამსახურში შექმენით ისეთი გარემო, რომელიც თქვენს მიზანს შეგახსენებთ. დაბრკოლებების ნუ შეგეშინდებათ და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეთ.

 

 

თარიღი: 2018/08/06