PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს
PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორი ინდრა ნუი თანამდებობას ტოვებს. Forbes-ის მიერ ბიზნესის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ქალ ლიდერად დასახელებულმა ინდრა ნუიმ 12 წლიანი მუშაობის შემდეგ პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მის ადგილს კომპანიის პრეზიდენტი რამონ ლაგუარტა დაიკავებს.

2006 წელიდან, ანუ  აღმასრულებელ დირექტორად ინდრა ნუის დანიშვნის შემდეგ, PepsiCo-ს  აქციების ფასი 78%-ით გაიზარდა. ის კომპანიაში 24 წელია მუშაობს.

62 წლის ინდრა „ტვიტერში“ წერს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ინდოეთში გაზრდილი ქალი უხელმძღვანელებდა ისეთ კომპანიას, როგორიც PepsiCo-ა.

 

თარიღი: 2018/08/06