ნეიმინგი - როგორ შევარჩიოთ სწორი სახელი კომპანიისა და ბრენდისთვის
ნეიმინგი არის მეცნიერება სახელის დარქმევის შესახებ. სახელის დარქმევა კი კომპანიისთვის აუცილებელია.  დასახელების  სწორად შერჩევა ადვილი პროცესი ნამდვილად არ არის.

სახელი უნდა იყოს გასაგები, ნათელი და მიმზიდველი. ის   ახლოს უნდა იდგეს სლოგანთან, რომელშიც კომპანიის კონცეფცია დევს.

სახელის გამოგონება, არჩევა ან დასესხება, რომელიც ძალიან ხშირად ხდება, დიდხანს ფიქრს მოითხოვს. ის არამარტო ადგილობრივებისთვის უნდა იყოს გასაგები, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

სახელის შერჩევა სამ მთავრ მიმართვას ანუ ტრენდს მოიცავს:

პირველი ტრენდი: სახელის შერჩევის პროცესი არჩევს შინაგან მოდელებს, რომელიც გაუგებარი იქნება სხვა ენაზე მოლაპარაკისთვის. ასეთი სახელი კულტურულ და ლინგვისტურ ბეგრაუნდს მოიცავს. მაგალითად რესტორნის სახელი „კავკასიელი ტყვე“ უცხოელისთვის გაუგებარია, თუ არ გადაუთარგმნით..

მეორე ტრენდი: ამ ტიპის სახელი უცხოურ სიტყვებსა და კულტურულ მოდელებს იყენებს. ეს მოდელი ირჩევს ფუნდამენტურად არაადგილობრივს. მაგალითად, სალონების, ბუტიკებისა და მოდის სახლებს კლეოპატრას, მელანჟს, ვერსალს, ფლამინგოს და ა.შ. არქმევენ.

მესამე ტრენდი: ამ ტიპის სახელი ტრანსრეგიონალურია და რამდენიმე სიტყვისგან შედგება და  ზოგადად ყველაზე პოპულარულია. მაგალითად, „სუშის პლანეტა“, „ერევანის პლაზა“ და ა.შ.

რა უნდა გავითვალისწინოთ სახელის სწორად შერჩევის პროცესში? სახელი ადვილად დასამახსოვრებელი, უნიკალური, დადებითი ასოციაციის მქონე, კომპანიის კონცეფციის შემცველი და პოლისემანტიკური უნდა იყოს.

ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ კომპანიისთვის სახელის დარქმევასთან ერთად, მარკეტინგი, ბრენდინგი და კანონიერება თქვენი კომპანიის ბედს განსაზღვრავს. თქვენ შესაძლოა, იკამათოთ მათ საზღვრებსა და კომპენტენციაზე, მაგრამ  წარმოუდგენელია რაიმეს გაკეთება ამ კომპონენტების გარეშე..

თარიღი: 2018/08/08