როგორ აქცია რობერტ დე ნირომ გასართობად შექმნილი სარესტორნო ბიზნესი იმპერიად
ამერიკელმა კინოვარსკვლავმა რობერტ დე ნირომ და მისმა მეგობრებმა იაპონელმა მზარეულმა ნობუ მაცუჰისამ და კინოპროდიუსერმა მიერ ტეპერმა 24 წლის წინ დაწყებული პატარა სარესტორნო ბიზნესი  დიდ იმპერიად აქციეს. თავდაპირველად რესტორანს როგორც  გასართობს ისე უყურებდნენ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ის გაფართოვდა.

დე ნირომ მეგობრებთან ერთად 1994 წელს ნიუ-იორკში სუშის რესტორნი Nobu restaurant-ი გახსნა, რომელსაც დღეს 40 ლოკაცია აქვს. მეგობრები ამასაც არ დასჯერდნენ და ახლახან რესტორნების ქსელს სასტუმროების იდეა დაუკავშირეს. მათ სასტუმროების ქსელს Nobu Hospitality-ს ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც ლონდონში გაიხსნა.

დამფუძნებლებს სასტუმროების იდეა გასულ წელს მოუვიდათ და ისინი ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 5 რესტორნისა და სასტუმროს გახსნას აანონსებენ.

მათი თქმით, 5 წელიწადში 1 მილიარდი დოლარის მოგებას ვარაუდობენ.

თითოეულ რესტორანს წელიწადში 100 000-ზე მეტი კლიენტი ჰყავს. როგორც Nobu Hospitality-ის აღმასრულებელი დირექტორი ტრევორ ჰირველი აცხადებს, მათ კლიენტების 10-15%-ის სასტუმროებში შეყვანა სურთ, ამიტომაც ბიზნესი გააფართოვეს.

 

 

თარიღი: 2018/08/09