5 ღვინო, რომელშიც კოლოსალური თანხა გადაიხადეს
გთავაზობთ მსოფლიოში 5 ყველაზე ძვირადღირებულ ღვინოს, რომლებიც სხვადასხვა დროს კოლოსალურ თანხებად გაიყიდა:

1. Screaming Eagle 1992: $500 000 

                       

Screaming Eagle დღემდე ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ღვინის სტატუსს. ის 2000 წელს  Napa Valley-ის  ღვინის აუქციონზე უპრეცედენტოდ მაღალ ფასად - 50 000 დოლარად გაიყიდა. კალიფორნიაში ჩამოსხმული უნიკალური ღვინის 6 ბოთლში რეკორდული ფასი Cisco Systems-ის მფლობელმა ჩარლზ ბეილიმ გადაიხადა. 

Screaming Eagle პირველად 1992 წელს გამოჩნდა და საუკეთესო ღვინოთა სიაში ადგილი ორ წელიწადში დაიმკვიდრა. სასმელი დაბალანსებულია რბილი და სასიამოვნო ხილის გემოთი, უნიკალური ხასიათისაა და გამოირჩევა ხავერდოვანი ტექსტურით.

2. Chateau Margaux 1787: $225 000 

                       

CHATEAU Margaux მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ღვინო იყო. მას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. თავდაპირველად ის თომას ჯეფერსონის პირადი ღვინოების კოლექციაში იყო, თუმცა ის მდიდარ ბიზნესმენს უილიამ სოკოლინს 500 000 დოლარად მიჰყიდა. ერთ დღესაც, როდესაც სოკოლინი რესტორან „ოთხ სეზონში" საღამოს ლანჩზე ღვინის დაგემოვნებას აპირებდა, ოფიციანტს ბოთლი გაუტყდა. სადაზღვეო კომპანიამ ზარალი 225 000 დოლარად აანაზღაურა. 

3. Chateau Cheval blance 1947: $135 125

                           

Chateau Cheval blance-ის სამლიტრიანი ბოთლი სან-ფრანცისკოში 2006 წელს 135 125 დოლარად გაიყიდა. Saint-Emilion-ის კლასიფიკაციის მიხედვით Chateau  Cheval blance-ს A კლასის სტატუსი აქვს. 

4. Chateau d'Yquem 1811: $ 117 000

                            

საერთოდ, წითელი ღვინო უფრო ძვირია, ვიდრე თეთრი, თუმცა Chateau d'Yquem-მა შეძლო ბევრი წითელი ღვინისთვის კონკურენციის გაწევა და ძვირიან ღვინოებს შორის მოხვდა. Chateau d'Yquem არის თეთრი ფრანგული ღვინო, კერძოდ ბორდოდან. მეღვინეები მიიჩნევენ, რომ 1811 წელს დამზადებული ღვინო უჩვეულოდ გემრიელი აღმოჩნდა. ღვინის კოლექციონერმა ქრისტიან ვანეკმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ამ წელს ჩამოსხმული ერთი ბოთლი 117 000 დოლარად შეიძინა. ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე სახეობის ღვინო, ოღონდ 1784 წლის  კრისტის აუქციონზე 1986 წელს 56 588 დოლარად გაიყიდა. ამ ბოთლზე თომას ჯეფერსონის ავტოგრაფი იყო დატოვებული. 

5. Château Mouton-Rothschild 1945: $ 47 000

                           

Château Mouton-Rothschild მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ მიიჩნევა. 1997 წელს კრისტის აუქციონზე 1945 წელს ჩამოსხმული  Château Mouton-Rothschild 114 614 დოლარად გაიყიდა, ხოლო მოგვიანებით, სოტბის აუქციონზე 7 ბოთლი 310 700 დოლარად შეფასდა, ანუ ერთი ბოთლი დაახლოებით 47 000 დოლარად. Château Mouton-Rothschild ბორდოს ღვინოა, ის უჩვეულო და საოცარი არომატით ხასიათდება, შეიგრძნობა ევკალიპტის ნაზი სურნელი. 

თარიღი: 2019/03/13