ამერიკული სანქციების დაანონსებამ რუსული რუბლი მკვეთრად გააუფასურა
რუსული რუბლის კურსი დაეცა. დღეს 1 დოლარი 67 რუბლი ღირს. აღნიშნულის მიზეზად აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ახალი სანქციების შესახებ განცხადება გახდა.

ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს 22 აგვისტოს აამოქმედებს.

აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსული ბანკი „აგროსოიუზი“ სანქციების სიაში შეიყვანა. მასთან ერთად სხვა კომპანიებიც მოხვდნენ.

აშშ-ის ახალი სანქციები ასევე ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლას უკავშირდება.

 

ავტორი:
თარიღი: 2018/08/12