ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში - დადებითი გავლენა და წინააღმდეგობები 
მას შემდეგ რაც „გუგლმა" განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და მის მედიცინაში უფრო ფართოდ დამკვიდრებას აპირებდა, ამ საკითხისადმი მსჯელობები გამძაფრდა. 

დღეს უკვე არავინ დავობს, რომ ხელოვნურ ინტელექტს მედიცინაზე უდიდესი დადებითი გავლენა აქვს. მისი მეშვეობით დიაგნოსტირება გახდა უფრო ზუსტი. სწორედ AI-ს მეშვეობით ხდება ისეთი დაავადებების აღმოჩენა, რაც სხვა მეთოდი ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. ხელოვნური ინტელექტის დადებითი გავლენა განსაკუთრებით აღსანიშნავია ონკოლოგიურ დაავადებათა დიგნოსტირებაში. არის საუბარი, რომ AI ასევე უდიდეს როლს ითამაშებს, ამ ტიპის დავადებების მკურნალობაშიც. 

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში რუტინულ სამუშაოს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე მისი მეშვეობით ხდება შეცდომების მინიმალიზება. ასევე AI ახალი პროფესიების დანერგვის შესაძლებლობას ზრდის, რომლებიც უშუალოდ ციფრულ მედიცინასთან იქნება კავშირში. 

თუმცა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მედიციანაში დანერგვას გარკვეულწილად აფერხებს. მაგალითად, არასაკმარისი მონაცემები. პაციენტის სამედიცინო ჩანაწერებში დაგროვილი მონაცემები შესაძლოა არ იყოს ზუსტი, რადგან პირობები არასტანდარტულია. კერძოდ, ის მოითხოვს ისეთი მონაცემების ცოდნას, როგორიცაა პაციენტის ცხოვრების წესი, ჩვევები, ყოველდღიური მოქმედებები. ამ პრობლემის ყველაზე ეფექტური მოგვარების მეთოდი მობილური ტელეფონის აპლიკაციებია, რომლებიც ნელ-ნელა უფრო და უფრო იხვეწება და სულ უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებს მფლობელზე. 

კიდევ ერთი წინააღმდეგობა ისაა, რომ რობოტს არ შეუძლია სიღრმისეული ინტერაქცია. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილების გამჭვირვალობა სუსტია. თუკი ალგორითმში შეცდომაა, ან სისტემამ მიიღო საეჭვო გადაწყვეტილება, მას არ შეუძლია განმარტება. ჯერჯერობით რობოტი ვერ გპასუხობთ კითხვაზე - რატომ? 

ზოგადად თანამედროვე მედიცინა ძვირია. მსოფლიოში უმრავი ადამიანისთვის ხარისხიანი სამედიცინო მკურნალობის მიღება ფუფუნებაა. მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ფასებს კიდევ უფრო ზრდის. 

და უმთავრესი პრობლემა - ჰაკერები. მონაცემების უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში ხშირად ისინი მარტივი ხელმისაწვდომია. თუკი არ იქნება გარანტია, რომ AI-ს შესაძლებლობები გამოყენებული იქნება მხოლოდ დადებითი მიზნებისთვის, მაშინ ის ძალიან სახიფათო ხდება. შემთხვევითი არაა, რომ არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ზოგადადაც, ხელოვნური ინტელექტის ბევრი პროექტი სწორედ უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო შეჩერდა. 

 

 

თარიღი: 2018/08/15