აიფონი პასპორტის სანაცვლოდ - ეფლის ინიციატივა 
აშშ-ს პატენტისა და სასაქონლო ნიშნის ოფისში კომპანია „ეფლმა" ახალი ტექნოლოგია დაარეგისტრირა, რომელიც ადამიანის იდენტიფიცირება „აიფონის" საშუალებით ახდენს.

დაგეგმილია, რომ მონაცემების გადაცემა საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიებით მოხდება. კომპანია მომხმარებლების ამოსაცნობად „აიფონის" ​ ვერიფიკაციის საშუალებებს Touch ID და  Face ID გამოიყენებს. 

ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ინოვაცია დაინერგება როგორც კერძო კომპანიებში, ასევე საზოგადოდ. „ეფლს" აქვს იდეა, რომ „აიფონმა" ადამიანის პასპორტი ჩაანაცვლოს. 

„ეფლის" აღნიშნულ ინიციატივაზე გამოცემა Apple Insider წერს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიას აშშ-ს პატენტისა და სასაქონლო ნიშნის ოფისში აქამდეც არაერთი ინოვაცია დაურეგისტრირებია, თუმცა ბევრი მათგანი კვლავაც განუხორციელებელია. 

თარიღი: 2018/08/15