ჩვევების კალენდარი - როგორ მოვახერხოთ საკუთარი ცხოვრების ოპტიმიზირება
ყველაზე მარტივი გზა, შეცვალო საკუთარი ცხოვრება, მისი გაზომვაა. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქმედებების ციფრებში გადაყანას ახდენენ, ბევრად უფრო პროდუქტიულები არიან. მაგალითად, თუ კონკრეტული პირი კონკრეტული აპლიკაციის საშუალებით ითვლის დღის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების რაოდენობას, ის ავტომატურად ზრდის ფიზიკური აქტივობების რიცხვს.  საკუთარი ცხოვრების ოპტიმიზირებისთვის ძლიერი ინსტრუმენტი აქვს, მაგალითად, მწერალსა და ქოუჩს, პატრიკ ედბლადს - ამისთვის ის ჩვევების კალენდარს იყენებს. ედბლადი ხუთ მიზეზს ასახელებს, რის გამოც ამ კალენდრის გამოყენება ღირს.

  1. ის არ გვაძლევთ ჩვევების მივიწყების საშუალებას
ყოველ დღე, როდესაც უყურებთ კალენდარს, გახსენდებათ, რა უნდა გააკეთოთ შემდეგ.

  1. ახდენს ენერგიის ეკონომიას
ნაცვლად იმისა, რომ ყოველდღიურად გადაწყვიტოთ, რა უნდა აკეთოთ, როგორ უნდა მოიქცეთ, უბრალოდ, უნდა მიჰყვეთ მას.

  1. გთავაზობთ ჯილდოს
ყოველდღიურად, როდესაც თქვენ გადახაზავთ შესრულებულ ქმედებას, მიხვდებით, რომ მიაღწიეთ მიზანს. პოზიტიური გრძნობები ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

  1. გადადის მოთხოვნაში
თუ თქვენ დიდხანს იმუშავებთ რომელიმე კონკრეტულ ჩვევაზე, მისთვის თავის დანებება გაგიჭირდებათ.

  1. გთავაზობთ უკუკავშირს
ყოველდღიურად, როდესაც იყენებთ კალენდარს, პარალელურად აგროვებთ მონაცემებს. მათი გამოყენება კი სამომავლოდ სწორი გეგმების დასახვასა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

როგორ შევადგინოთ ეფექტური კალენდარი

  1. შეარჩიეთ ჩვევები
მნიშნველოვანია, სწორად განსაზღვროთ, კონკრეტულად რა ჩვევების მითითება ღირს კალენდარში. ფოკუსირება მხოლოდ ფუნდამენტალურ ქმედებებზე უნდა მოახდინოთ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: როგორი ქცევა ქმნის კარგი დღის საფუძველს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორი ჩვევები გაიძულებთ, კარგად იგრძნოთ თავი და დაიხარჯოთ ბოლომდე კონკრეტული მიზნისთვის?

  1. გაამარტივეთ ქმედებები
არსებობს პირდაპირი კავშირი მოტივაციასა და უბრალო ჩვევებს შორის. თუ თქვენი მოტივაცია მაღალია, შეგიძლიათ საკუთარ თავს რთული საქმეების გაკეთებაც აიძულოთ, მაგრამ თუ ის დაბალია, მაშინ, შესაძლოა, მხოლოდ მარტივი ქმედებებით შემოიფარგლოთ. და რადგან თქვენი მოტივაცია მოდის და მიდის, სჯობს ფოკუსირება სიმარტივეზე მოახდინოთ. როგორ? გაამარტივეთ თქვენი ქმედებები ისე, რომ თავი უხერხულად იგრძნოთ, თუ არ შეასრულებთ.   ასე დაწყებულ საქმეს ბოლომდე, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მიიყვანთ.

  1. განსაზღვრეთ ყოველდღიური მინიმუმი
როგორც კი შეარჩევთ ჩვევებს კალენდრისთვის, უნდა შეაფასოთ ის დრო და რესურსი,  რაც მათი შესრულებისთვის დაგეხარჯებათ. მაგალითად, უნდა იცოდეთ, რამდენი წუთი შეიძლება მოანდომოთ მედიტაციას, რამდენი კილომეტრი უნდა გაირბინოთ ყოველდღიურად, რამდენი გვერდი უნდა წაიკითხოთ და ა.შ.

  1. განსაზღვრეთ საკუთარი წესები
რა თქმა უნდა, უწყვეტ რეჟიმში ყველა მოქმედების შესრულება ვერ მოხერხდება. ამიტომ რეჟიმის შესანარჩუნებლად საკუთარი წესების შემოღება მოგიწევთ. მაგალითად, თუ შვებულებაში წასვლას გადაწყვეტთ, შესაბამის გრაფაში რაიმე აღნიშვნა, მაგალითად, ასო „შ“ უნდა ჩაწეროთ. თუ ავად გახდებით და კონკრეტული ფიზიკური აქტივობისთვის შესაბამისი ძალა არ აღმოგაჩნდებათ, შეიძლება გრაფაში ასო „ა“ მიუთითოთ და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამონაკლისი შემთხვევებისთვის გარკვეული წესები უნდა განსაზღვროთ, რაც მოგცემთ, მაგალითად,  ერთი დღით „გაზარმაცების“ შესაძლებლობას.

  1. შექმენით შესაბამისი გარემო
როგორც წესი, ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ, როგორ გავლენას ახდენს ჩვენი გარემო ჩვენს ქცევებზე. მაგალითად, თუ მაგიდაზე დევს ნამცხვარი, ჩვენ, მეტი ალბათობით, მას აუცილებლად დავაგემოვნებთ.  თუ ახლოს გვაქვს ტელევიზორის პულტი, დიდი ალბათობით, ჩავრთავთ, თუ დაწოლის წინ გვერდით  ტელეფონს დავიდებთ, დიდი ალბათობით, დილას სოციალური ქსელების დათვალიერებით დავიწყებთ. უმეტესწილად, ჩვენ ვახდენთ ჩვენი გარემოს ფორმირებას და შემდეგ ის ახდენს გავლენას ჩვენს ფორმირებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, როგორი გარემო დაგვეხმარება კონკრეტული ჩვევების გამყარებაში და ვიმოქმედოთ შესაბამისად.

წყარო: betterhumans.coach.me

თარიღი: 2018/10/25