„საქმით შეპყრობილნი“ - რატომ არ უნდა ვიმუშაოთ კვირაში 120 საათი
წარმატებულ ბიზნესმენთა გარკვეული ნაწილი და სტარტაპერების უმრავლესობა, როგორც წესი, მთელი თავისი დროის, გონებრივი რესურსისა და ძალისხმევის საქმისკენ ორიენტირებას ახერხებს. თუმცა ეს სულაც არ ქმნის ორგანიზაციის იმიჯს. უფრო პირიქით. როგორც აღმოჩნდა, არასტანდარტული და არანორმალური სამუშაო გრაფიკი საზოგადოებაზე უარყოფითად მოქმედებს. მაგალითად, Tesla-ს აქციების ღირებულება 6%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებელმა, ილონ მასკმა The New York Times-თან ინტერვიუში აღიარა, რომ კვირაში 120 საათი საათი მუშაობდა და სადილზე გასვლა დროის კარგვად მიაჩნდა.   

ამავე რეჟიმით ცხოვრობდა Mettl-ის დამფუძნებელი კიტან კაპურიც. ახლა ის ასე ცხოვრებას ცხოვრებას არცერთ მეწარმეს არ ურჩევს.

შესვენების გარეშე

საქმით შეპყრობილი ადამიანი, როგორც წესი, თავს ძალიან ცუდ მდგომარეობაში იგდებს. ის აღარ ფიქრობს შესვენებაზე, აღარაფერს ვამბობ შვებულებაზე, მისთვის არ არსებობს სხვაობა სამუშაო დღეებსა და შაბათ-კვირას შორის. ყოველი ახალი დღე იწყება შესასრულებელი სამუშაოების გრძელი სიით და მთავრდება უფრო მეტი ამოცანის დაგეგმვით მომდევნი დღისათვის“ - იხსენებს კაპური.

ძილის გარეშე

მრავალი კვლევა აჩვენებს, როგორ უარესდება ორგანიზმის მდგომარეობა, რომელიც მცირე ძილის საფუძველზე, ან საერთოდ ძილის გარეშე მოქმედებს. გადაღლილობა არა მარტო ადამიანის ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ მდგომარებაზეც აისახება.

„დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი მეძინა. მახსოს, როგორ ვაყენებდი მაღვიძარას, რომ ორგანიზმისთვის მეტი დასვენების საშუალება არ მიმეცა. თავს ძილის უფლებას მხოლოდ მაშინ ვაძლევდი, როდესაც ორგანიზმი ამას უკვე შემაწუხებლად მთხოვდა“ - გვიყვება კაპური.

ზეადამიანი

რადგან ბიზნესმენი ჩვეულ რეჟიმს არღვევდა, მის ორგანიზმს, სუპერპროდუქტიულობის შესანარჩუნებლად „ავარიულ რესურსებზე“ მუშაობა უწევდა. კაპური იხსენებს, რამდენად უჩვეულოდ მუშაობდა მისი გონება.  

შემეძლო ბოლომდე ჩავრთულიყავი საქმეში,  ყველაფერს სწრაფად ვსწავლობდი, სიახლეს თითქმის ორჯერ მეტი სიჩქარით ვითვისებდი, ვიდრე ჩვეულებრივი მუშაობის რეჟიმში.  თავს ზეადამიანად ვგრძნობდი, რომელსაც შეეძლო, ძალიან პროდუქტიულად ემუშავა 18-საათიან რეჟიმში და 4 საათიანი ძილის პირობებში“ - იხენებს კაპური.

მილანის უნივერსიტეტის ნეიროფიზიკოსის, მარჩელო მასიმინის თქმით, ძილის გარეშე ტვინი უფრო აქტიურად მოქმედებას იწყებდა.   

„ეს არის დაღლილიობის კომპენსაცია. როდესაც ჩვენი ორგანიზმი ზედმეტად იტვირთება, ის ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი, რომ გააგრძელოს ნორმალურად ფუნქციონირება. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გონების დროებითი დაბინდვა გადარჩენის რეჟიმს ააქტიურებს. მაგრამ ეს მუდმივი არაა“ -აღნიშნავს ნეიროფიზიკოსი.

ცხოვრების გარეშე

დროთა განმავლობაში კუპერი მიხვდა, რომ ცხოვრებაში ბევრი გამოტოვა. ამიტომ მან სრულფასოვნად ცხორების გადაწყვეტილება მიიღო.

„ყველაფერს აქვს საკუთარი ფასი. მალე მივხვდი, რომ ბევრი რამ გამომრჩა. გავიაზრე, რომ მივაღწიე წარმატებას, რომელსაც მსხვერპლად ჩემი ცხოვრება და დრო შევწირე, ის დრო, რომელიც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად უნდა გამეტარებინა. მწარე გამოცდილებამ მაჩვენა, რომ რაც არ უნდა ვეცადოთ, არ შეიძლება დავივიწყოთ ჩვენი ჯანმრთელობა და ცხოვრებისეული რეჟიმი“ - აღნიშნა კაპურმა.

ბიზნესმენმა შეძლო და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ახლა ის ნორმალური რეჟიმით ცხოვრობს - სწორად იკვებება, მინიმუმ ექვსი საათი სძინავს და ყოველ დილით  15 წუთი მაინც ვარჯიშობს.

მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ დროთა განმავლობაში უძილო და გადატვირთულმა  რეჟიმმა შეიძლება გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვა გამოიწვიოს. გართულებები შეიძლება გამოიკვეთოს კონცენტრაციასთან მიმართებაშიც, გამომჟღავნდეს ემოციების უკონტროლობა, დაიწყოს პრობლემები ურთიერთობებში, იგრძნოთ გადაღლილობა, ორგანიზმის დასუსტება, თავის ტკივილი, გამოიკვეთოს კუჭ-ნაწლავის დაავადებები და სხვა.  

 

წყარო: melmagazine.com

თარიღი: 2018/10/25