კავკასიისთვის უპრეცედენტო: თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი DataFest Tbilisi გაიმართება
თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი DataFest Tbilisi გაიმართება. აღნიშნული 7-9 ნოემბერს 

ჩატარდება და 6 თემას მოიცავს. კერძოდ: მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება, მონაცემთა ჟურნალისტიკა, ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები, მონაცემების გამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება, მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.

DataFest Tbilisi-ზე სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან იქნებიან, როგორებიცაა Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა. DataFest Tbilisi-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე ეყოლება. აღსანიშნავია, რომ მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა.

თარიღი: 2018/10/28